UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული 2025: შეჯამება და რეფლექსიები
06 ნოე. 2025
6 ნახვა
მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული

2025 წლის UNESCO-მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული 24-31 ოქტომბერს აღინიშნა კოლუმბიის მთავრობის თანაორგანიზებით, ქალაქ კარტახენაში. კვირეულმა  უმასპინძლა სხვადასხვა სფეროს ფართო აუდიტორიას, მათ შორის იყვნენ საგანმანათლებლო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლები.  წელს კვირეულის მთავარი თემა იყო - გონების უპირატესობა ხელოვნურ ინტელექტზე: მედიაწიგნიერება ციფრულ სივრცეში“. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს მედიაწიგნიერების მნიშვნელობას, როგორც გამჭოლ კომპეტენციას, რომელიც ხელს უწყობს პასუხისმგებლიან ქცევას  ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში

UNSECO- შეფასებით, ხელოვნური ინტელექტი მნიშვნელოვნად ცვლის საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების, გადაწყვეტილების მიღებისა და მედიის წარმოების პროცესებს. შესაბამისად, მედიაწიგნიერება იქცა იმ „ძირითადი კომპეტენციების ერთობლიობად, რომელიც გვაძლევს საშუალებას პასუხისმგებლობით ვმართოთ ეს ცვლილებები“. წლევანდელმა კვირეულმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ციფრული მომავლის ფორმირების პროცესში ადამიანის კრიტიკული აზროვნების უნარი.

გლობალური კვირეულის ძირითადი მიგნებები:

გლობალური თანამშრომლობა. კვირეულმა UNESCO-მედია და ინფორმაციული წიგნიერების ალიანსში გააერთიანა სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც ხაზი გაუსვეს საზოგადოების შესაძლებლობებს ამოიცნონ, შეაფასონ და პასუხისმგებლობით გამოიყენონ მიღებული ინფორმაცია ციფრულ ეპოქაში.

კრიტიკული აზროვნება, როგორც მთავარი ინსტრუმენტი. მედია და ინფორმაციული წიგნიერება ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს კრიტიკულად შეაფასონ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული მასალა. UNESCO- “AI Can Make Mistakes” კამპანიაც სწორედ ამას ემსახურება - “მსოფლიოში, სადაც ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო მეტად განსაზღვრავს ჩვენს რეალობასყველაზე ძლიერი იარაღი კვლავ კრიტიკული აზროვნებაა.” პრაქტიკაში, მედია და ინფორმაციული წიგნიერება მოიცავს როგორც წყაროებთან მუშაობის უნარების ცოდნას, ასევე სენსაციური მასალების კრიტიკულ ანალიზს და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების ნაკლოვანების აღიარებას - რაც ნათელჰყოფს ხელოვნური ინტელექტის ძირათად ფუნქციას, გამოყენებულ იქნას როგორც დამხმარე ინსტრუმენტი.  

ხელოვნური ინტელექტის ეთიკური და შემოქმედებითი გამოყენება. მედია და ინფორმაციული წიგნიერების ერთერთი ძირითადი შემადგენელია ალგორითმებისა და პლატფორმების ფუნქციონირების შესწავლა. მედია და ინფორმაციული წიგნიერების საგანმანათლებლო მასალა ახლა უკვე მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა მონაცემთა კონფიდენციალობა, მიკერძოება და ციფრული ეკონომიკა, რათა საზოგადოებამ შეძლოს ხელოვნური ინტელექტის ეთიკურად და შემოქმედებითად გამოყენება. ამასთან, საგულისხმოა UNESCO- ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული თემების საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრირების საჭიროებას და AI წიგნიერების განვითარებას, რათა ხელოვნური ინტელექტი დარჩეს დამხმარე და შემოქმედების ხელშემწყობ ინსტრუმენტად.

ადამიანზე ორიენტირებული მიდგომის გაძლიერება. მედიაწიგნიერება უზრუნველყოფს ტექნოლოგიური პროგრესის პასუხისმგებლიან განვითარებას წიგნიერ საზოგადოებასთან ერთად, სადაც ხელოვნური ინტელექტი აძლიერებს ადამიანის გონებრივ და შემოქმედებით შესაძლებლობებს. ამასთან, კვირეულის ფარგლებში არაერთხელ აღინიშნა "გონების უპირატესობა ტექნოლოგიაზე, რეფლექციის უპირატესობა რეაქციაზე და ალგორითმებზე".

ComCom-ის მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული 2025
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისია (ComCom), როგორც საქართველოში მედიაწიგნიერების განვითარებაზე პასუხისმგებელი უწყება, 2021 წელს შეუერთდა მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის შესახებ გაეროს რეზოლუციას. წელს უკვე მეხუთედ აღინიშნა კვირეული სხვადასხვა ღონისძიებით, რომელსაც თან უძღოდა საინფორმაციო კამპანია.

მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, ComCom-მა, უმასპინძლა კონფერენციას, რომელიც ეხმიანებოდა UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის მთავარ თემას - „გონების უპირატესობა ხელოვნურ ინტელექტზე: მედიაწიგნიერება ციფრულ სივრცეში“. კონფერენციაზე განიხილეს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და რისკები, ასევე ადამიანის გონებისა და ხელოვნური ინტელექტის ურთიერთქმედება. დისკუსიებში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სფეროს, მათ შორის საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები და სტარტაპერები.

კონფერენციის შესავალ ნაწილში განიხილეს ხელოვნური ინტელექტის „ჰალუცინაციებისსაკითხი და სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ იკვეთება მედიაწიგნიერების მზარდი საჭიროება, განსაკუთრებით კრიტიკული აზროვნების, ეთიკური სტანდარტებისა და პასუხისმგებლიანი გამოყენების მიმართულებითდისკუსია ასევე შეეხო ხელოვნური ინტელექტის, როგორც საგანმანათლებლო და რეგულაციურ, პრაქტიკულ და ეთიკურ ასპექტებს. პანელზე განიხილეს ხელოვნური ინტელექტის  გამოყენების მაგალითები ყოველდღიურ საქმიანობაში, როგორც საგანმანათლებლო და საკანონმდებლო სფეროებთან, ასევე სტარტაპებთან მიმართებაში

კონფერენცია გაჯერებული იყო განსხვავებული ხედვებითა და დაკვირვებებით. თუმცა, საბოლოოდ ჩამოყალიბდა საერთო მოსაზრება, რომ ადამიანების გონებრივი შესაძლებლობები, მათი კრიტიკული აზროვნებით, შემოქმედებითობითა და ემპათიით, შეუცვლელია

გამოყენებული ლიტერატურა:
https://www.unesco.org/en/articles/colombia-host-unescos-global-mil-week-2025-leading-global-dialogue-ai-and-media-and-information
https://www.mdpi.com/about/announcements/13546 
https://www.unesco.org/en/articles/ai-can-make-mistakes-why-media-literacy-matters-more-ever 
https://www.weforum.org/stories/2025/10/media-information-literacy-ai/