რა უნდა ვქნათ, როცა არასასურველი ადამიანი გვეკონტაქტება?
25 ოქტ. 2021
3130 ნახვა

ყველა ონლაინ შეტყობინება შეიძლება არ იყოს სასიამოვნო - მესიჯები, რომლებიც თავს არაკომფორტულად, დაუცველად ან ცუდად გაგრძობინებენს არ არის კარგი შენთვის

იყავი „ცუდი მესიჯების“ ამომცნობი - ისწავლე რას უნდა მიაქციო ყურადღება, როდესაც უცნობი ადამიანი გეკონტაქტება ონლაინში. ძალაინ მნიშვნელოვანია შენ შეძლო ის, რომ არასასურველი მესიჯები შენს ინბოქსში” საერთოდ არ მოხვდეს.

რა არის „არასასურველი კონტაქტი“?

არასასურველი კონტაქტი არის ნებისმიერი ონლაინ კონტაქტი, უცხო ან ნაცნობი ადამიანისგან, რომელიც შენ თავს არაკონფორტულად გაგრძნობინებს ან შეგაშინებს.

გაეცანი რამოდენიმე არასასურველი მესიჯის მაგალითს:

- ვიღაცამ პირად ნომერზე მოგწერა მესიჯი და არ იცი ვინ არის.

უცხო ადამიანმა დააკომენტარა შენს ვიდეოზე ან ფოტოზე, რომელიც ონლაინში გააზიარე, რამაც დისკომფორტი გამოიწვია შენში.

​​​​​​​- შენ წერ სხვა მოთამაშეებს ონლაინში და ერთ-ერთმა გამოაგზავნა შენთვის არასასიამოვნო ფოტო, ან გისვამს ბევრ პირად შეკითხვას, როგორიცაა საცხოვრებელი ადგილი ან პირადი საკონტაქტო ინფორმაცია.

​​​​​​​- სეთი ადამიანი გეკონტაქტება, ვისთანაც არ გინდა კონტაქტი, თუმცა ის ამას მაინც აგრძელებს.

რა უნდა მოიმოქმედო?

1. უთხარი მშობელს ან აღმზრდელს - არ დამალო ეს ინფორმაცია. ​​​​​​​

2. არ უპასუხო და დაბლოკე ისინი - თხოვე უფროს ადამიანს, რომ გასწავლოს თუ როგორ უნდა დაბლოკო მესიჯის გამომგზავნი.​​​​​​​

3. წაშალე უცხო ადამიანებისგან მიღებული დამეგობრების მოთხოვნა - თუ უცხო ადამიანისგან მიიღებ მესიჯს ან დამეგობრების მოთხოვნას, აჩვენე ეს უფროს ადამიანს და წაშალე მოთხოვნა. ​​​​​​​

4. დახურე ყველა შენი პროფილი- იმისათვის, რომ ყველა პოსტი და მესიჯი, რომელსაც გააზიარებ ნახონ მხოლოდ შენმა მეგობრებმა. ​​​​​​​

5. დაარეპორტე თამაშში ან აპლიკაციაში - თუ რომელიმე თამაშში, ან აპლიკაციაში შეგხვდება არასასურველი მესიჯი შეგიძლია იქვე დაარეპორტო, ან უფროს ადამიანს თცოვო დახმარება.