კომუნიკაციების კომისიამ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა (TPDC) და გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF), მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა. ხელშეკრულებას ხელი ComCom-ის წევრმა, ნათია კუკულაძემ, TPDC-ის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ და UNICEF-ის წარმომადგენლის მოადგილემ, ემი ქლენსმა მოაწერეს.
შეთანხმების მიხედვით, კომისიამ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს “მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების” პროექტის ფარგლებში შექმნილი რესურსები, მასწავლებლების შემდგომი გადამზადების მიზნით გადასცა. კერძოდ: მედიაწიგნიერების საგნობრივი სტანდარტი, სახელმძღვანელო და საგანმანათლებლო მოდული.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს, ComCom-მა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობითა და UNICEF-ის ფინანსური მხარდაჭერით, “მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების” პროექტი დაიწყო. პროექტი თავდაპირველად 500 მასწავლებლის გადამზადებას ემსახურებოდა, თუმცა, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, სულ 600-მდე პედაგოგი გადამზადდა და TPDC-ის ჩართულობით, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. გადამზადებულ მასწავლებლებს ექნებათ შესაძლებლობა, მე-10 კლასის მოსწავლეებს მედიაწიგნიერების არჩევითი საგანი შეასწავლონ, რომლის განმავლობაშიც, მოზარდები ცოდნას მედიაწიგნიერების, მედიისა და ინფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშავებისა და დეზინფორმაციის შესახებ მიიღებენ.
მეტი ამ კატეგორიიდან

მედიაწიგნიერების სწავლების მსურველი მასწავლებლებისთვის ვებინარი „როგორ ვასწავლოთ მედიაწიგნიერება?“ გაიმართა
90 დღის წინ

როგორ ვასწავლოთ მედიაწიგნიერება? - ComCom-მა მასწავლებლებისთვის კონფერენცია მესამედ ჩაატარა
193 დღის წინ

2025 წელს მედიაწიგნიერების საგანს საქართველოს 300-მდე სკოლა ასწავლის
401 დღის წინ

ComCom-მა მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების შესახებ მასწავლებელთა კონფერენცია გამართა
558 დღის წინ



