რა არის ციფრული წიგნიერება?
ციფრული წიგნიერება უფრო მეტია, ვიდრე ტექნოლოგიური ცოდნა: ის მოიცავს მრავალფეროვან ეთიკურ, სოციალურ და რეფლექსიურ პრაქტიკას, რომლებიც გავლენას ახდენენ მუშაობაზე, სწავლაზე, დასვენებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
გლობალურად, განათლების ტექნოლოგიების საერთაშორისო საზოგადოება (ISTE) ციფრული წიგნიერების კრიტერიუმებს ექვსი სტანდარტის გარშემო ადგენს: კრეატიულობა და ინოვაცია, კომუნიკაცია და თანამშრომლობა, კვლევა და ინფორმაციის გამართულობა, კრიტიკული აზროვნება, პრობლემის გადაჭრა და გადაწყვეტილების მიღება, ციფრული მოქალაქეობა, ტექნოლოგიური ოპერაციები და კონცეფციები.
ციფრული წიგნიერების ძირითადი ცნებები:
MediaSmarts-ის ციფრული წიგნიერების კონცეფცია აერთიანებს მედიაწიგნიერების ხუთ ძირითად კონცეფციას: მედია არის კონსტრუქცია, აუდიტორია განსაზღვრავს მნიშვნელობას, მედიას აქვს კომერციული გავლენა, მედიას აქვს სოციალური და პოლიტიკური გავლენა, თითოეულ მედიას აქვს უნიკალური ესთეტიკური ფორმა. ციფრულ წიგნიერებაში ამას ემატება კიდევ ხუთი ძირითადი ცნება, რომლიც ასახავს ქსელური ინტერაქტიულობის დამატებით განზომილებას. ამ ცნებების კომუნიკაცია აუცილებელია იმისათვის, რომ მოსწავლეებმა შეძლონ თავიანთი სწავლების რეალურ ცხოვრებაზე მორგება. როდესაც ახალგაზრდებს ესმით, თუ როგორ აძლევს ონლაი ქსელი ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობას შექმნას ონლაინ შინაარსი და მას თავისებური ინტერპრეტაცია მისცეს, მათ უჩნდებათ სურვილი უკეთ შეისწავლონ ეს სფერო და აცნობიერებენ მის მნიშვნელოვნებას.
ისევე როგორც მედიაწიგნიერების ძირითადი ცნებები, ციფრული წიგნიერების ძირითადი ცნებებიც აუცილებელია, თეორეტიკოსებისა და პედაგოგებისთვის საერთო ენის უზრუნველსაყოფად. როგორიც არ უნდა იყოს თემა, ინსტრუმენტი ან პლატფორმა, ციფრული წიგნიერების განათლების მიზანია ეს ძირითადი ცნებები სტუდენტებს მათი ასაკისა და კონტექსტის შესაბამისად მიაწოდონ.
- ციფრული მედია ქსელურია
ტრადიციული მედიისგან განსხვავებით, ციფრულ მედიაში არ არსებობს ცალმხრივი კავშირები. ტრადიციულ მედიაში კონტენტი მხოლოდ ერთი გზით მიედინებოდა: პროდიუსერი ქმნის შინაარსს, შემდეგ ყიდის მას, ან დისტრიბუტორებს აძლევს მისი გამოყენების ლიცენზიას, რომლებსაც საბოლოო პროდუქტი მოაქვთ თქვენამდე. ციფრულ მედიაში პირიქითაა, თქვენ არ ხართ სადისტრიბუციო ჯაჭვის საბოლოო რგოლი, თქვენ ხართ კვანძი უსასრულო ქსელის შუაში. თქვენ შეგიძლიათ გაუზიაროთ შინაარსი სხვა ადამიანებს იმეზე უფრო სწრაფად და მარტივად ვიდრე პროდიუსერი ახერხებს ამას.
ეს ბმულები ყოველთვის ორმხრივია, რაც ნიშნავს, რომ ყველა ყველასთანაა დაკავშირებული. შედეგად, მონაწილეობის ბარიერები გაცილებით დაბალია, ვიდრე ტრადიციულ მედიაში და ნებისმიერს შეუძლია შინაარსის გამოქვეყნება და აუდიტორიის პოვნა. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ ერთდროულად ურთიერთქმედება მოახდინოს თანატოლებთან და ცნობილ ადამიანებთან. მეტ გაზიარებას აქვს მნიშვნელოვანი გავლენა, მაშინ როდესაც გჭირდებათ ინფორმაციის ავთენტურობის მოპოვება. ციფრული მედიის ქსელური ბუნება ასევე შესაძლებელს ხდის ფორმალური და არაფორმალური თემების განვითარებას ონლაინ, რომელთა ნორმებსა და ღირებულებებს მათი შემქმნელები განსაზღვრავენ.
- ციფრული მედია არის მუდმივი და არათანმიმდევრული
ყველაფერი, რაც ატვირთულია ონლაინ, ინახება და ყოველთვის შესაძლებელია მისი მოძებნა. როდესაც ციფრული მედია არის ქსელური, ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ინფორმაცია შეიძლება იყოს კოპირებული, გაზიარებული, ან გავრცელებული. ის, რაც აშკარად დროებითია (როგორიცაა Instagram story) შეიძლება დაკოპირდეს და თითქმის ყოველთვის ინახება პლატფორმის სერვერებზე. იმის გამო, რომ ციფრული კონტენტი მუდმივია ძირითადად ასინქრონულად იძებნება, როგორც წესი, ჩვენ ვრეაგირებთ, ან ვაკომენტარებთ განსხვავებულ დროს და ის გამოქვეყნების თარიღთან არ არის დაკავშირებული. ამან შეიძლება გაართულოს ციფრული მედიის დროულობისა და რელევანტურობის გაკონტროლება, რადგან რეაქცია ან რაიმეზე პასუხის გაცემა შესაძლოა ნებისმიერ დროს მოხდეს.
- ციფრულ მედიას ჰყავს უცნობი და მოულოდნელი აუდიტორია
იმის გამო, რომ ციფრული მედია ქსელურია, თქვენს მიერ ონლაინ გაზიარებული ინფორმაცია, შეიძლება ნახონ ისეთმა ადამიანებმა, რომელთათვისაც არ გქონდათ ეს კონტენტი განსაზღვრული, ან არც ელოდით, რომ გარკვეული დროის შემდეგ ამას ნახავდნენ. ამიტომ მნიშვნელოვანია აკონტროლოთ ვინ ხედავს თქვენს კონტენტს და დააწესოთ შეზღუდვები. ასევე, არსებობს კონტექსტის კოლაფსის რისკი. როდესაც ერთი კონკრეტული აუდიტორიისთვის განსაზღვრულ შინაარს ნახავს სხვა აუდიტორია შესაძლოა განსხვავებულად იქნას აღქმული. ასევე, თქვენ შემთქვევით შეიძლება ინფრომაცია ისეთ აუდიტორიას გაუზიაროთ, რომლის შესახებაც არ გაქვთ ინფორმაცია. ესენი კი შესაძლოა აღმოჩდნენ დამკვირვებლები, რომლებიც აგროვებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ ხართ და რას აკეთებთ კონკრეტულ ვებ-გვერდზე შესვლისას.
- ციფრული მედიის გამოცდილება რეალურია, მაგრამ ყოველთვის არ იგრძნობა რეალურად
ყველა ციფრული მედია გარკვეულწილად ინტერაქტიულია. თქვენ არასდროს ხართ მხოლოდ პასიური მაყურებლები და ყოველთვი ხდებით იმის ნაწილი, რაც ხდება ონლაინ. ქსელის ინტერაქტიული ბუნების გამო თქვენ შეგიძლიათ კონკრეტულ ემოციებს და დამოკიდებულებების გამოხატავთ საკითხების მიმართ, თუმცა ზუსტი აღქმა იმისა თუ, რას გრძნობთ თქვენ და სხვები, მცდარია. ამის ერთ-ერთი მაგალითი შეიძლება იყოს ქსელური ურთიერთქმედების მახასიათებლები, როგორიცაა ანონიმურობა, ან ისეთი ემოციის გამომხატველი ნიშნების არარსებობა, როგორიცაა ხმის ტონი, ან სახის გამომეტყველება, რაც ხელს გვიშლის რეალობის ზუსტად აღქმაში. მიუხედავად ამისა, ონლაინში ნებისმიერ აქტივობას შესაძლოა რეალური შედეგები მოჰყვეს.
ის კანონები, მორალი და უფლებები, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში არსებობს, ონლაინშიც ვრცელდება, თუმცა ამის აღქმა ვირტუალურ სამყაროში რთულია. იმ ონლაინ საზოგადოებების ნორმებმა და ღირებულებებმა, რომელთა ნაწილიც ხართ, შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენი რეალური ცხოვრების ნორმებსა და ღირებულებებზე. მეტიც, ონლაინში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ისეთი ფოტო და ვიდეო დადოს და ისეთად წარმოაჩინოს თავი, როგორიც სინამვილეში არ არის და სურს, რომ უბრალოდ ასეთად წარმოვიდგენდეთ.
- როგორ რეაგირებთ და იქცევით ციფრული მედიის გამოყენებისას და რა გავლენას ახდენს პლატფორმების აგებულება თქვენზე, რომელიც მეტწილად ასახავს მათი შემქმნელების მიკერძოებას და ვარაუდებს
მედიაწიგნიერების ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური შეხედულება არის ის, რომ მედიის ფორმა გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ კითხულობთ ან აღიქვამთ ტექსტს. პლატფორმის არქიტექტურა, მომხმარებლის ინტერფეისიდან დაწყებული ალგორითმებით დასრულებული განსაზღვრავს, თუ როგორი ფორმით გადმოგცეთ შინაარსი ისე, რომ ის მორგებული იყოს თქვენს ინტერესებს, თუმცა თქვენდა გაუცნობიერებლად გავლენას ახდენს თქვენს ქცევასა და დამოკიდებულებებზე, რადგან ალგორითმის მიზანია მისი შემქმნელის ძიდითადი შეტყობინების თქვენამდე მოტანა. ისინი ასახავენ მათი შემქმნელების რწმენას, არაცნობიერ მიკერძოებას და უდავო ვარაუდებს. მაგალითად, გაზვიადებული და პოპულარული ინფორმაციის სიმრავლე გაიძიულებთ გადახვიდეთ ისეთ ვებ-გვერდებზე, რომლებიც შესაძლოა არ წარმოადგენდეს თქვენი ინტერესისი სფეროს. ან თუ პლატფორმის დიზაინერები სიტყვის თავისუფლებას თვლიან მათ მთავარ პრიორიტეტად, მაშინ სიძულვილის ენისა და შევიწროებისგან დაცვა მათი პლათფორმის მთავარი მექანიზმია. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი შეიზღუდებიან თქენამდე მხოლოდ ის ინფორმაცია მოიტანონ, რომელსაც თავად ეთანხმებიან და სურთ, რომ თქვენც ამ აზრზე გადაგიყვანონ.
ძირითადად ალგორითმის მთავარი მიზანი ჩართულობის დონის გაზრდა. პლათფორმა, რომელიც ფულს შოულობს მომხმარებლის ჩართულობით, ბუნებრივად წაახალისებს ინტერაქციას, რომელიც წარმოქმნის ყველაზე ინტენსიურ ჩართულობას, სადაც შინაარსის მნიშვნელობა აზრს კარგავს და ისე იცვლება, რომ უფრო საინტერესო და მიმზიდველი იყოს მომხმარებლისთვის. ამას კი, ალგორითმი მომხმარებელთა საჭიროებების განსაზღვრით ახერხებს თქვენს მიერ საძიებო სისტემაში, ან სოციალურ ქსელში აქტივობაზე დაკვირვებით.