eTwinningplus
25 ოქტ. 2021

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ვროკომისიის მხარდაჭერით ახორციელებს პროგრამა eTwinningplus, რომლის ფარგლებშიც საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლებს შეუძლიათ   პროგრამის პორტალით www.etwinning.net უფასოდ სარგებლობა, კომუნიკაცია ევროპის 44 ქვეყნიდან კოლეგებთანპროექტების დაგეგმვა და  წვდომა  მრავალ საჭირო საგანმანათლებლო   რესურსზე  

2021 წელს eTwinning-ის მთავარი თემაა „მედიაწიგნიერებასა და დეზინფორმაციაა.“   მთელი წლის განმავლობაში, როგორც ევროპულ, ასევე ეროვნულ დონეზე დაგეგმილი მრავალი აქტივობის საშუალებით eTwinning- შეეცდება ხელი შეუწყობს მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და დეზინფორმაციასთან გამკლავებას  

eTwinning ხელს უწყობს მედიაწიგნიერების დამკვიდრებას 2005 წლიდანმას შემდეგრაც დაიწყო ყურადღების გამახვილება ციფრული ინსტრუმენტების ინტეგრაციაზე მასწავლებლებისა და მოსწავლეების ყოველდღიურ საქმიანობაშიგანსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ციფრულ მოქალაქეობაზერაც მიზნად ისახავდა სტუდენტების ინფორმირებულობასა და პასუხისმგებლობის გაზრდას ციფრული სამყაროში

პროგრამის ფარგლებში თემის მხარდასაჭერად მომზადდა ტრენინგ-მოდული: “მედიაწიგნიერება მასწავლებლისთვის” -12 საათი. მოდულით გადამზადდებიან პროგრამაში რეგისტრირებული მასწავლებლები. მოდულის ფარგლებში მონაწილეები გაიაზრებენ

  1. სასწავლო დისციპლინებში მედიაწიგნიერების  და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირების მიმართულებებს 
  2. მედიაწიგნიერების და სტანდარტის ურთიერთმიმართებას 
  3. მედიაგზავნილების ანალიზის მეთოდოლოგიას 
  4. გზავნილებით გაჯერებულ გარემოს მახასიათებლებს 
  5. მოზარდის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინების მნიშვნელობას სწავლა-სწავლების დროს   
  6. ინფორმაციული განათლების, მედიწიგნიერების მთავარ პრინციპებს  

პროგრამის ფარგლებში ასევე მიმდინარეობს ანიმაციური ვიდეო რგოლების მომზადება მედიაწიგნიერების თემაზე.  უკვე მომზადდა სამი ანიმაცია.

პირველი ანიმაცია, “მედიაწიგნიერების რაობადაეხმარება მასწავლებლებს მედიაწიგნიერების  მნიშვნელობის, მისი შესაძლებლობის და საჭიროების   გაცნობასა და გააზრებაში.

https://www.youtube.com/watch?time_continue=2&v=sLc0q--f4qs&feature=emb_logo

მეორე ანიმაცია ,“მედიაწიგნიერება და კრიტიკული აზროვნება”, დაეხმარება მასწავლებლებს გაიზრონ თუ რა არის კრიტიკული აზროვნება მედიაწიგნიერებისთვის, ხოლო მედიაწიგნიერება  – კრიტიკული აზროვნებისთვის.

https://www.youtube.com/watch?v=r7Xm4Ddebvw

მესამე ანიმაციამედიაწიგნიერება და სანდოობა”, იმის გარკვევაში დაგვეხმარება, როდის რომელი კითხვა დავსვათ და როგორ ავაგოთ საკლასო დისკუსია ისე, რომ  მედიაშეტყობინებათა ანალიზისთვის აუცილებელ, საკვანძო კითხვებზე პასუხები მივიღოთ.

https://www.youtube.com/watch?v=iJk3uW-msqU&t=1s

მასწავლებლებისთვის ასევე ხელმისაწვდომი იქნება  დამხმარე რესურსები,  პროექტების კომპლექტები და სახელმძღვანელოები.   ქართულად ითარგმნა სახელმძღვანელო:  „მასწავლებლის გზამკვლევი მედიაწიგნიერებაში“, სინდი შაიბი, ფეით როგოვი, 2019. აღნიშნული სახელმძღვანელო გაეგზავნებათ პროგრამის მონაწილე პედაგოგებს.  

eTwinning-ის მთავარ სამუშაო სივრცეში, პორტალზე ყოველდღიურად იგეგმება წლის მთავარი თემის მხარდამჭერი  აქტივობები, ასევე, ევროპის მასშტაბით ონლაინ ფორმატში დაგეგმილია სემინარები, კონფერენციები, პროფესიული განვითარების სხვადასხვა ღონისძიებები. აღნიშნულ აქტივობებში ქართველ მასწავლებელბსაც ეძლევათ მონაწილეობის შესაძლებლობა.  

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, როგორც eTwinning-ის ეროვნული მხარდამჭერი სააგენტო თავის მხრივ უზრუნველყობს eTwinning-ის პორტალზე www.etwinning.net განთავსებული სტატიებისა და პროექტების  ქართულად თარგმნას, რათა  პედაგოგებს წვდომა ჰქონდეთ  განახლებულ ინფორმაციაზე.