ევროპის საბჭოს სახელმძღვანელო ციფრულ გარემოში ბავშვის უფლებების პატივისცემის, დაცვის და განხორციელების თაობაზე.
ევროპის საბჭო ევროპული ორგანიზაციაა, რომელშიც 47 ქვეყანაა გაწევრიანებული და დაფუძნებულია სტრასბურგში, საფრანგეთი. ორგანიზაცია შეიქმნა იმისათვის, რომ ყველა აღნიშნულ ქვეყანაში უზრუნველყოფილ იქნას ადამიანის უფლებების, მათ შორის, ბავშვთა უფლებების დაცვა. ამ მიზნით ნებისმიერი ტიპის ძალადობის აღკვეთა ხდება და ბავშვებს აქვთ მხარდაჭერა, რათა სრულად განავითარონ თავიანთი პოტენციალი.
- ვინ შეიმუშავა ეს სახელმძღვანელო და რატომ?
- რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რაც უნდა გაითვალისწინოთ ბავშვთა უფლებების დასაცავად?
- რა უფლებები უნდა იყოს დაცული და რატომ?
- რა უნდა უზრუნველყონ მთავრობებმა და სხვებმა, რათა ბავშვებმა ციფრულ გარემოში თავიანთი უფლებებით სარგებლობა შეძლონ?
ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად იხილეთ სახელმძღვანელო:
„გაიგეთ ციფრულ გარემოში თქვენი უფლებების შესახებ”