როგორ ვუპასუხოთ დეზინფორმაციას ონლაინ სივრცეში
31 ივლ. 2023
1347 ნახვა

რა შეიძლება გააკეთოთ, როდესაც ყალბ ინფორმაციას აწყდებით ონლაინ?

გონივრული მიზეზები არსებობს, რატომაც შეიძლება გაჩუმება გადაწყვიტოთ. შესაძლოა, თქვენი მეგობარი ან ოჯახის წევრი აზიარებდეს მას, ან შესაძლოა არ იყოთ დარწმუნებული თქვენს ხელთ არსებული ინფორმაციის სიზუსტეში და ღელავდეთ, რომ მცდარ ინფორმაციას გაავრცელებთ. თუმცა, ყოველთვის შეგიძლიათ იმოქმედოთ.

ქვემოთ ჩამოთვლილი სამი გზა დაგეხმარებათ ონლაინ ყალბ ინფორმაციასთან საპასუხოდ:

1. დასვით კითხვები

ონლაინ დეზინფორმაციის საპასუხოდ ყველაზე მარტივი გზა გახლავთ კითხვების დასმა ინფორმაციის წარმომავლობისა და სანდოობის შესახებ. ასეთი მიდგომით ინფორმაციის გამავრცელებლებს უბიძგებთ, დაფიქრდნენ, თუ რამდენად ნამდვილ ამბავს აზიარებენ, და ასევე მიანიშნებთ, რომ ყალბ ინფორმაციას არ ეთანხმებით. თუ თქვენი შეხედულების გასაჯაროება არ გსურთ, შეგიძლიათ პირადი შეტყობინების სახით დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია.

იკითხეთ:

- „დარწმუნებული ხარ, რომ ეს ინფორმაცია მართალია?“

- „სად მოისმინე?“

- „წყარო სანდოა?“

- „სხვა წყაროები რას ამბობენ?“

- „როდის გავრცელდა ინფორმაცია?“

2. შეასწორეთ

კიდევ ერთი გზა გახლავთ დეზინფორმაციის შესწორება ნამდვილი ინფორმაციის მითითებით. ეს მიდგომა მიზანშეწონილია იმ შემთხვევაში, როდესაც ბევრი ადამიანი ნახავს თქვენს პოსტს, ან თუ ღელავთ საქმე არ გაფუჭდეს მცდარი ინფორმაციის გავრცელებით. საჭირო არ არის მცდარი ინფორმაციის გამეორება ან მისი გამავრცელებლისთვის იმის დამტკიცება, რომ ცდება - უბრალოდ, გააზიარეთ ინფორმაცია, რომელიც სინამდვილეს ასახავს. დარწმუნდით, რომ თქვენი ინფორმაციის წყარო ლეგიტიმური და სანდოა და თვალსაჩინოდ მიუთითეთ მისი წარმომავლობა. ასეთ დროს, სათქმელის მარტივად და მოკლედ ფორმულირება საკმარისია მცდარი ინფორმაციის გასასწორებლად.

3. გამოააშკარავეთ

დეზინფორმაციის გამოაშკარავება გულისხმობს მისი ყალბი ხასიათის თვალსაჩინოდ დამტკიცებას. ეს გზა მაშინაა რეკომენდებული, თუ მცდარი ინფორმაცია უკვე ფართოდ გავრცელდა ან მისი გამავრცელებელი სარგებლობს დიდი აუდიტორიით. ასეთ დროს, აუცილებლად აღნიშნეთ, სად და როგორ გაარკვიეთ ინფორმაციის სიყალბე. ამ გზით, მისი გამავრცელებელი და ყველა სხვა ადამიანი, ვინც ნახავს თქვენს პოსტს, შეძლებს თავიდან აიცილოს მცდარი ინფორმაციის გავრცელება.

თუ ისეთ ვინმეს პასუხობთ, ვისაც არ იცნობთ, არდალინკოთმცდარი ინფორმაცია. ნაცვლად ამისა, გაუგზავნეთსქრინშოთი“. ასევე, არ გამოიყენოთ მცდარი ინფორმაციისჰეშთეგი“. მხოლოდ ფაქტებზე კონცენტრირდით და, რაც მთავარია, იყავით თავაზიანი. გახსოვდეთ, რომ შესაძლოა მცდარი ინფორმაციის გამავრცელებელ ადამიანს აზრი ვერ შეაცვლევინოთ. თუმცა, სხვებს მაინც დაეხმარებით დეზინფორმაციის საფრთხისაგან თავის დაცვაში.

წყარო:https://mediasmarts.ca/sites/default/files/tip-sheet/tipsheet_break_fake_critical_thinking_vs_disinformation.pdf