PH International - USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა
12 ივლ. 2022
მედიაწიგნიერება საქართველოში
პროგრამის მიზანია მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა. პროგრამა ითვალისწინებს ტექნოლოგიების დანერგვას სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში, სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობას, ბიზნესისა და სკოლების დაკავშირებას. პროგრამაში მონაწილეობისთვის შეირჩა 650 სკოლა.
სკოლების სია დამტკიცდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ. პროგრამა იმუშავებს მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებთან, პედაგოგებთან და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ხუთი წლის მანძილზე პარტნიორ სკოლებს დახმარებას გაუწევს შემდეგი მიმართულებებით:
- სამოქალაქო განათლების ინტერაქტიული სასწავლო რესურსების შექმნა
- სკოლის დირექტორებთან მუშაობა სკოლაში დემოკრატიული კულტურის
- დანერგვის მიზნით, სკოლის მართვის ფორუმები, დირექტორებს შორის
- გამოცდილების გაზიარება, ლიდერი სკოლების გამოკვეთა და დაჯილდოება
- სკოლის დირექტორების მხარდაჭერა მონაწილეობაზე ორიენტირებული
- დემოკრატიული სასკოლო გარემოს უზრუნველსაყოფად
- მოსწავლეთა თვითმმართველობების ქსელის შექმნა და მხარდაჭერა
- სასკოლო პროექტების დაფინანსება
- სხვადასხვა საგნის მასწავლებელთა თანამშრომლობის გაძლიერება სკოლაში
- სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის მიზნით
- სასკოლო სამოქალაქო კლუბების მხარდაჭერა
- სამოქალაქო განათლების წლიურ კონფერენცია-გამოფენებში მონაწილეობა
- მოსწავლებისა და მასწავლებლებისთვის ციფრული ლაბორატორიებისჰაკათონების, ონლაინ საზაფხულო სკოლების ორგანიზება
- სკოლასა და უნივერსიტეტს შორის კავშირის გაღრმავება.
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://www.ph-int.org/