ბავშვთა ონლაინ დაცვის სახელმძღვანელო მშობლებისა და აღმზრდელებისთვის 2020
01 სექ. 2022
1584 ნახვა

საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) ექსპერტების მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის აღმოჩენილი ტექნიკური დახმარების შედეგად, მომზადდა ,,საქართველოში ონლაინ უსაფრთხოების შეფასების ანგარიში“, პროექტის ფარგლებში განხორციელდა კვლევა სპეციალური „ონლაინ“ კითხვარების საშუალებით, განხორციელდა შეხვედრები დაინტერესებულ პირებთან და ორგანიზაციებთან, განხორციელდა არსებული კანონმდებლობის ანალიზი, შედეგად ექსპერტების მიერ ონლაინ უსაფრთხოების მიმართულებით მომზადა სიტუაციის ანალიზი და რეკომენდაციები.

საქართველოში ონლაინ უსაფრთხოების შეფასების ანგარიში

ასევე, ონლაინ სივრცეში ბავშვთა და მოზარდთა უსაფრთხოების მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირთან (ITU) თანამშრომლობით, ქართულ ენაზე ითარგმნა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის ბავშვთა ონლაინ დაცვის სახელმძღვანელო მშობლებისა და აღმზრდელებისთვის. სახელმძღვანელო შეიქმნა ITU-ს და ბავშვთა ონლაინ დაცვის საკითხებზე მომუშავე მოწინავე ორგანიზაციების მიერ. სახელმძღვანელოს მიზანია უზრუნველყოს მშობლების და აღმზრდელების ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდა თაობის ონლაინ სამყაროსთან უსაფრთხო კავშირისთვის  და დაეხმაროს  მათ შესაბამისი რეკომენდაციებით, რათა ახალგაზრდა თაობის მიერ დაძლეულ იქნას ციფრული სამყაროს პოტენციური რისკები და საფრთხეები.

ბავშვთა ონლაინ დაცვის სახელმძღვანელოები მშობლებისა და აღმზრდელებისთვის 2020