PEU-C-E – „ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა” ევროკავშირის დაფინანსებული ჟან მონეს პროექტია, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით ხორციელდება. სწორედ ეს ორი ქართული უნივერსიტეტი მუშაობს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად კიბერუსაფრთხოების მიმართულებით და ემსახურება ევროკავშირის ღირებულებების დაცვას. პროექტის მიზანია ევროპული საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცდილების გაზიარება და ცნობადობის ამაღლება მოსწავლეებში, სტუდენტებში, მასწავლებლებში, მშობლებში, პროფესორებში და გადაწყვეტილების მიმღებ პირებში და მოწყვლად ჯგუფებში უსაფრთხო ინტერნეტის, კიბერჰიგიენისა და კიბერეთიკის მიმართულებით.
პროექტის აქტივობების ფარგლებში სამი ძირითადი ინიციატივა განხორციელდება:
საქართველოს მასშტაბით ფართომასშტაბიანი ცნობადობის ასამაღლებელი კამპანია კიბერკულტურაზე, რომელიც აერთიანებს ონლაინ უსაფრთხოების, მედია წიგნიერებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებებს მოსწავლეების, სტუდენტების, მშობლების, მასწავლებლების, პროფესორების და სკოლებისა და უნივერსიტეტების გადაწყვეტილების მიმღები პირების ჩართულობით;
შერეული ტიპის კურსები (დისტანციურ და ფიზიკურ ფორმატში) მასწავლებლებისთვის კიბერ განათლებაზე და სწავლების მეთოდებზე ცნობადობის ამაღლების მიზნით საბაზო და ზოგად განათლებაში; ასევე უნივერსიტეტის პროფესორებისთვის და გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის უმაღლეს განათლებაში კიბერუსაფრთხოების ხელშეწყობისთვის;
დისემინაციის ფართომასშტაბიანი აქტივობები და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია – პროექტის ვებ-გვერდის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის ვებ-გვერდების გამოყენებით და სოციალური და ტრადიციული მედიის, ფორუმების, ჰაკათონებისა და სემინარების დახმარებით ფართო მასების ჩართულობის უზრუნველყოფა, ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლებისა და გამოცდილების გაზიარება, ახალი უნარების შეძენის ხელშეწყობა სამიზნე აუდიტორიებისთვის ქვეყნის მასშტაბით.
კონკრეტული მიზნები: პროექტი მიზნად ისახავს კიბერუსაფრთხოების და პერსონალურ მონაცემთა დაცვის განათლების ევროკავშირის დირექტივებისა და გამოცდილების შესაბამისად მოდერნიზებას შემდეგი აქტივობების გზით:
- სემინარების კურიკულუმის შექმნა კიბერუსაფრთხოების ღონისძიებისთვის მასწავლებლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორების, ასევე გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის ევროკავშირის გამოცდილების გასაზიარებლად;
- ღონისძიების მასალების, ლიფლეტების შექმნა სკოლის მოზარდების კიბერჰიგიენის უნარების განსავითარებლად;
- სემინარების ფარგლებში მასალების ადაპტირება სკოლებსა და უნივერსიტეტებში;
- კურიკულუმისა და კურსების ადაპტირება რეგიონული და ლოკალური კონტექსტისა და საჭიროებების შესაბამისად;
- მრავალენოვანი ონლაინ საგანმანათლებლო რესურსების შექმნა მასალების ყველა სამიზნე ჯგუფისთვის, მათ შორის რეგიონებისთვის, ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად;
- კონფერენციის საშუალებით ევროკავშირის გამოცდილების გაზიარება და ცნობადობის ამაღლება ყველა დაინტერესებულ მხარესთან.
პროექტის ფარგლებში მომზადებული სახელმძღვანელოები, შეგდეგი სამიზნე აუდიტორიებისთვის:
- სკოლის მოსწავლეები
- სტუდენტები
- მშობლები
- პედაგოგები და ლექტორები
- გადაწყვეტილების მიმღები პირები
- ფართო საზოგადოება
პროექტის ოფიციალური ვებ-გვერდი: www.peu-c-e.com