ყალბი ინფორმაცია ვრცელდება ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, მისი მიზანია შეგვაცვლევინოს დამოკიდებულებები ანდა ქცევა. ყალბმა ინფორმაციამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ადამიანისა თუ კომპანიის საქმიანობაზე. ყალბი ამბებით გამოწვეულმა ქაოსმა შესაძლებელია დამიანი უსახლკაროდაც კი დატოვოს.
მაგალითისთვის განვიხილოთ შემდეგი შემთხვევა:
2019 წლის, 26 სექტემბერს, ინდონეზიის კუნძულზე მოხდა 6,5 მაგნიტუდის მიწისძვრა, რის შედეგადაც დაიღუპა 37 ადამიანი და ათასობით ინდონეზიელი გამოიქცა საკუთარი სახლებიდან და თავი შეაფარა თავშესაფრებსა და ბანაკებს. თუმცა მას შემდეგ, რაც სიტუაცია დაუბრუნდა ჩვეულებრივ რიტმს, რამდენიმე კვირის გასვლის შემდეგაც კი მაცხოვრებლები უარს აცხადებდნენ კულძულზე დაბრუნებაზე საზოგადოებაში გავრცელებული ყალბი ინფორმაციის გამო.
მიწისძვრიდან, რამდენიმე დღის შემდეგ WhatsApp-ისა და სხვა მესინჯერ ქსელების მეშვეობით მაცხოვრებლებმა მიიღეს ელექტრონული შეტყობინებები, რომ მიწისძვრის შემდგომ მათ უფრო დიდი კატასტროფა ელოდათ ცუნამის სახით. შეტყობინება შემდეგნაირად ჟღერდა:
„ეს თქვენზეა დამოკიდებული დამიჯერებთ, თუ არა, მაგრამ მე ველაპარაკე ჩემ ნათესავს და როგორც ჩანს ამბონი ჩაიძირება მომდევნო რამდენიმე დღის მანძილზე“
ამ მესიჯებმა ხალხი შეეშინა და მათ სახლში დაბრუნებას ამჯობინეს თავშესაფრებში დარჩენა; ის მოსახლეებიც კი, როლის სახლი საერთოდ არ დაზიანებულა, უარს აცხადებდნენ სახლში დაბრუნებაზე, მიუხედავად მთავრობის მხრიდან გაკეთებული განცხადებებისა, რომ კულძულზე დაბრუნება იყო უსაფრთხო.