- 25-29 ოქტომბერს კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, საქართველოში პირველად მედიაწიგნიერების კვირეული ჩატარდება. მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული 2021 წელს გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის ფარგლებში ტარდება. მედიაწიგნიერების კვირეულის მიზანია, გაეროს წევრ ქვეყნებში გაიზარდოს ცნობიერება მედიაწიგნიერების საჭიროებებისა და როლის შესახებ.
- მედიაწიგნიერების კვირეულში კომუნიკაციების კომისიასთან ერთად ჩართულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, გაეროს ბავშვთა ფონდი - იუნისეფი, ევროკავშირი, საერთაშორისო ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, უნივერსიტეტები და სკოლები.
კვირეულის ფარგლებში, საერთაშორისო პარტნიორებისა და ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდება ორი კონფერენცია, რომელთა მიზანია ისეთი აქტუალური საკითხების განხილვა, როგორიცაა დეზინფორმაცია, უსაფრთხო ინტერნეტი, სიძულვილის ენა, სიტყვის თავისუფლება და მედიის მიუკერძოებლობის სტანდარტები. ასევე, შეჯამდება მედიაწიგნიერების მიმართულებით საქართველოში განხორციელებული საქმიანობა და პროექტები. გარდა კონფერენციებისა, მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიება მოსწავლეების, სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის თბილისსა და რეგიონებში.
მეტი ამ კატეგორიიდან
მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში კომუნიკაციების კომისიამ ევროკავშირის მხარდაჭერით 50 პედაგოგი გადაამზადა
1121 დღის წინ
კომუნიკაციების კომისიამ და UNICEF-მა მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებთან დისკუსია გამართეს
1122 დღის წინ
კომუნიკაციების კომისიამ პარტნიორებთან ერთად მედიაწიგნიერების კვირეული დაიწყო
1123 დღის წინ
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კვირეული პარტნიორებთან ერთად კონფერენციით გახსნა
1123 დღის წინ