ჟურნალ “მასწავლებლის” ახალი ნომერი გამოიცა
20 აპრ. 2022
2208 ნახვა

ჟურნალის ეს ნომერიმედიაწიგნიერებისთემას მიეძღვნა.

თანამედროვე სამყაროში მოდური გახადა სიტყვამედიაწიგნიერება. ჩვენთანაც ხშირად გაიგონებთ. მის აუცილებლობაზე ხშირად  საუბრობენ.

სხვადასხვა  წყარო, მედიაწიგნიერების  განმარტების თავის ინტერპრეტაციას გვთავაზობს. თუმცა, იმას, რომ ეს გახლავთ ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულების ერთობლიობა ყველა აღიარებს. ცოდნა, უნარი და მოტივაცია კი  აერთიანებს სამ კითხვას: რა? როგორ? რატომ? რა ვიცი? როგორ შევასრულო? როდის, რატომ, რა შემთხვევაში გამოვიყენო?

როცა თანამედროვე სამყაროში ინფორმაციის მოძიება პრობლემა თითქოს აღარ არის, მეტიც, ეს ინფორმაციული ნაკადი იმდენად ბევრი და მრავალფეროვანია, პრობლემა მის შერჩევა -გადარჩევასა და გაფილტვრაშია,  რადგან  ის,  თუ როგორ ახერ­ხებს ადამიანი ზღვა ინფორ­მა­ციასა და ამ ინფორმაციის გამავრცელებელ უამრავ წყაროსთან ურთიერ­თო­ბას, განსაზღვრავს მის წარ­მა­ტებას, მის ად­გილს საზოგადოებაში, სარ­გე­ბელ­სა და ზიანს საქმიანობაშიპირად ცხოვ­რე­ბასა და ყოველდღიურობაში.

მაინც, რა უნდა ვიცოდეთ ინფორმაციასთან მიმართებაში? მედიაწიგნიერი ადამიანი ახერხებს : განსაზღვროს საჭირო ინფორმაციის მოცულობა; შეაფასოს საჭირო ინფორმაცია ეფექტურად; შეაფასოს ინფორმაცია და მისი წყაროები კრიტიკულად; გააერთიანოს შერჩეული ინფორმაცია საკუთარი ცოდნის ბაზაში; ეფექტიანად გამოიყენოს ინფორმაცია სპეციფიკური მიზნების მისაღწევად; გააცნობიეროს ინფორმაციის გამოყენების თანმდევი ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური საკითხები და ეთიკურად და სამართლიანად გამოიყენოს ინფორმაცია.

ამასთან, მედიაწიგნიერი ადამიანი სვამს კრიტიკულ და დამაზუსტებელ კითხვებსაანალიზებს ნაგულისხმევ ვარაუდებს, იცის, როდის და რამდენი ისაუბროს, რა  თქვას და როგორ თქვას, უფრთხილდება საკუთარ და სხვის დროსამოწმებს და ადარებს  ინფორმაციის წყაროებს.

მოდურია, − ვთქვი წერილის დასაწყისში. თუმცა, იქვე გავიფიქრე, რომ მას სეზონურობა არ ემუქრება, რადგან ყოველდღიურად იხვეწება ინფორმაციის მიწოდების ხერხები და ინსტრუმენტები, იხვეწება ინფორმაციის ტექსტები და ქვეტექსტებიდარწმუნების მეთოდები.

დღეს უკვე ქართულ ენაზეც უხვად გვაქვს წიგნები, გზამკვლევები, ტარდება ტრენინგებიც, რაც თავისთავად  დაგვეხმარება მედიაწიგნიერების რაობის  და მისი მნიშვნელობის უკეთ გააზრებაში, ასევე, სასწავლო პროცესში ამ უნარის უკეთ გამომუშავებაში.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა ვისწავლოთინფორმაციის კრიტიკული გააზრება და კითხვების სწორად დასმაა.

შეიძლება თქვათ, რომ   ეს ყველაფერი ვიცით, რომ უკვე მრავალჯერ ვისაუბრეთ ამის შესახებ.

ალბათ ასეცაა, თუმცა, როცა ამ მიმართულებით ჩვენი საზოგადოების, მასწავლებლების, ჩვენი მოსწავლეების  საერთო სურათს გადავხედავთ, რომლის ერთ-ერთი  სარკე სოციალური ქსელია, უნებურად მიჩნდება კითხვასინამდვილეში ვიცით?

ასეა, ჯერ კითხვის სწორად  დასმა უნდა ვისწავლოთ, კითხვითი სიტყვები შევიყვაროთ და რაც მთავარია, მათი გამოყენება გავბედოთ.

მთავარი რედაქტორი – ნატო ინგოროყვა

რედაქტორები: მანანა ბოჭორიშვილი, ნანა მაჭავარიანი, ირმა ტაველიძე, ქეთევან  ნიკოლეშვილი

დიზაინერი– ბესიკ დანელია

მხატვარ-ილუსტრატორი – მამუკა ტყეშელაშვილი

ნომრის ავტორები:  მაია ფირჩხაძე, მაია ჯალიაშვილი, თამთა დოლიძე, თემურ სუყაშვილი,   ნათია უჩავა,   ირმა კახურაშვილიშორენა ტყეშელაშვილი, ქეთევან მიქაძე, ნასტასია არაბული, ცირა ბარბაქაძე.

ჟურნალის ჩამოწერა და წაკითხვა შესაძლებელია ბმულიდან:

ჟურნალიმასწავლებელი”#6