ვირტუალური სამყაროს გამოწვევები და საფრთხეები
20 დეკ. 2024
18 ნახვა

ციფრული ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ ისეთი ვირტუალური სამყარო შექმნა, რომელიც დღითიდღე ინტეგრირდება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიები  უამრავ შესაძლებლობას გვთავაზობს, ისინი ასევე, მნიშვნელოვან გამოწვევებსა და საფრთხეებს წარმოშობენ.

პირადი მონაცემების უსაფრთხოება
სოციალური მედიის პლატფორმები, ონლაინ შოპინგი და ციფრული სერვისები მომხმარებლების პირად ინფორმაციას აგროვებენ, რაც, შესაძლოა, კიბერშეტევების სამიზნე გახდეს. ეს კი ზრდის პირადი ცხოვრების ხელყოფისა და ფინანსური ზარალის რისკებს.

დეზინფორმაცია
ინტერნეტის ეპოქაში ინფორმაცია უპრეცედენტო სისწრაფით ვრცელდება, რაც საზოგადოებისთვის ახალი შესაძლებლობებისა და ამავდროულად, ახალი გამოწვევების საფუძველს ქმნის. ამ სიჩქარემ ხელი შეუწყო დეზინფორმაციისა და მანიპულაციური შინაარსის გავრცელებას, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პროცესებს და ამწვავებს საზოგადოების პოლარიზაციას.

ციფრული დამოკიდებულება
ვირტუალური სამყარო ხშირად იმდენად მიმზიდველია, რომ ადამიანები მასზე დამოკიდებული ხდებიან. სოციალური მედიის, ვიდეო თამაშებისა და ონლაინ აქტივობების გადაჭარბებულმა მოხმარებამ, შესაძლოა, სოციალური იზოლაცია, ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვიოს.

კიბერბულინგი და ონლაინ შევიწროება
ვირტუალურმა სამყარომ ახალი სივრცე შექმნა ბულინგისა და შევიწროებისთვის. ე.წ “ანონიმურობის ილუზია” ხშირად აძლიერებს აღნიშნულ ქცევებს, რაც ფსიქოლოგიურ ზიანს იწვევს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში.

ციფრული უთანასწორობა
მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტი ხელმისაწვდომია მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, ჯერ კიდევ არსებობს მნიშვნელოვანი უთანასწორობა ციფრულ სერვისებთან წვდომასა და უნარებში. ეს უთანასწორობა კი აღრმავებს არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ განსხვავებებს.

წყარო:

Report on Virtual Worlds - Opportunities, Risks and Policy Implications for the Single Market. ხელმისწავდომია: https://www.europarl.europa.eu/doceo/document/A-9-2023-0397_EN.html