საუბარი ბავშვებთან მედიის ძალადობასთან დაკავშირებით
25 ოქტ. 2021
2172 ნახვა

მედია სივრცეში ძალადობრივი შენაარსის ქცევებს დღესდღეობით ყველა ჩვენგანი აწყდება. მსგავსი სახის სიუჟეტების მიმართ ყველაზე მგრძნობიარე ბავშვები არიან. ამიტომ აუცილებელია, ბავშვებს ვესაუბროთ იმ ძალადობრივი შინაარსის მედია სიუჟეტებზე, რომელთანაც შესაძლოა ჰქონდეთ შეხება ტელევიზიის, ფილმების, ვიდეო თამაშების, მუსიკისა და ინტერნეტის საშუალებით. ასეთი საუბარი ხელს შეუწყობს ძალადობის ეფექტის შემცირებას.

ჩვენ გთავაზობს იმ სასაუბრო თემებს, რომელიც დაეხმარებათ ბავშვებს, განივითარონ კრიტიკული აზროვნების უნარი, რაც აუცილებელია მედიაში ძალადობის გამოყენების გაგებისა თუ ეჭვქვეშ დაყენებისთვის.

ჰკითხეთ ბავშვს: რა არის ძალადობა?

მას შემდეგ, რაც ბავშვი გაიგებს, თუ რა არის ძალადობა, მას ექნება მედია ძალადობის კონტექსტის გაგების უნარი. თხოვეთ მათ, განასხვავოს ფიზიკური და ემოციური ძალადობა. შესაძლებელია თუ არა ემოციურმა ძალადობამ იგივე ზიანი მიაყენოს ადამიანს, რაც ფიზიკურმა? სკოლაში ბავშვები ყველაზე ხშირად შეიძლება წააწყდნენ ყვირილს, შევიწროებას, ზედმეტ სახელებსა და მუქარას; აუხსენით, თუ როგორ შეიძლება მსგავსი სახის ქმედებები გადაიზარდოს ფიზიკური ძალადობის აქტებში. დააფიქრეთ, რას განიცდიან ისინი, როდესაც ეძახიან ზედმეტ სახელებს ან ემუქრებიან...

განიხილეთ, თუ როგორ არის გამოყენებული ძალადობა სხვადასხვა მედია სივრცეში

მას შემდეგ, რაც ბავშვები გააცნობიერებენ ძალადობის არსს, მათ უკვე შეუძლიათ განსაზღვრონ საყვარელ მედია სივრცეში გამოყენებული შესაძლო ძალადობა. რა სახით არის გამოყენებული ძალადობა? - უმიზეზოდ, თუ სიუჟეტის განუყოფელი ნაწილია? ძალადობა გამოყენებულია იუმორისტულად, თუ იუმორი გარდაქმნის მას, როგოც ნაკლებად საზიანოს? როგორ არის ძალადობა წარმოჩენილი, როგორც სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი?

განიხილეთ მედია ძალადობის შესაძლო შედეგები. თხოვეთ ბავშვებს, წარმოიდგინონ მედია ძალადობის რეალური შედეგები:

  • რეალურ ცხოვრებაში, როგორი რეაქცია ექნებოდათ ძალადობრივ აქტებში ჩართულ ადამიანებს?
     
  • რა იქნებოდა ძალადობის შედეგები? რა ზიანს მოიტანდა? რას დააზიანებდა?
     
  • როგორ დაისჯებოდნენ ძალადობის განმახორციელებელი პირები?

მოიძიეთ ისეთი სახის სიუჟეტები, სადაც ძალადობას არ მოჰყვება არანაირი სასჯელი (ვიდეო თამაშები, მუსიკალური ვიდეოები, კომედიური წიგნები, სერიალები, ფილმები).

განიხილეთ, თუ რატომ იყენებენ მედიაში ძალადობას და რატომ იზიდავს ძალადობრივი შინაარსი მაყურებლებს

პროდიუსერები ქმნიან ძალადობრივი ხასიათის შინაარს იმიტომ, რომ ის იყიდება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის ფარგლებს გარეთაც. ადამიანებს ძირითადად სურთ, უყურონ ისეთი სახის შინაარს, რომელიც დატვირთულია სხვადასხვა სახის აქტივობით, მაგრამ ამასთან ერთად, ბაზარი მოთხოვნას ქმნის ძალადობრივი შინაარსის სცენებზეც, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების შემთხვევაში. ჰკითხეთ თქვენს შვილებს, ხომ არ ფიქრობენ, რომ ისინი არიან ძალადობრივი მედიის სამიზნეები.

განიხილეთ რამდენად ხდებიან ადამიანები ნაკლებად მგრძნობიარენი მედია ძალადობის მიმართ.

აქვთ თუ არა ბავშვებს მოთხოვნილება, რომ უყურონ ძალადობას? განიხილეთ ბავშვების მოლოდინები იმ ფილმთან დაკავშირებით, რომლის ნახვაც მათ შემდგომში ენდომებათ. ისაუბრეთ იმაზე, თუ რა აშინებთ და რა განაპირობებს მათ მაქსიმალურ ჩართულობას. ჰკითხეთ მათ, რამდენად პრობლემური იქნება, თუ ადამიანები გახდებიან მედია ძალადობის მიმართ ნაკლებად მგრძნობიარენი გახდებიან და რატომ?

შეადარეთ ფსიქოლოგიური აღგზნება უმიზეზო ძალადობას

შეიძლება თუ არა, რომ კარგად გაკეთებული ემოციური ფილმი უფრო საშიში იყოს, ვიდრე ძალადობის შემცველი? ისაუბრეთ იმ ემოციებზე, რომლებსაც იღებთ ძალადობრივი სცენების შემცველი ფილმებიდან და შეადარეთ ამაღელვებელ მომენტს, რომელსაც თან ახლავს შესაბამისი მუსიკა, ტემპი და ა.შ.

მოიძიეთ მედიაში კონფლიქტის გადაწყვეტის შემოქმედებითი გზები.

სთხოვეთ ბავშვებს მოიძიონ აგრესიულობის კონტექსტის მაგალითები, რომელიც მოიცავს ან არ მოიცავს ძალადობას. არის თუ არა მათ შორის განსხვავება? არაძალადობრივი მიდგომა უფრო რეალური ხომ არ არის? განიხილეთ კონფლიქტის გადაწყვეტის ალტერნატიული გზები.

ისაუბრეთ მედია ძალადობასა და სტერეოტიპებზე

მედია ძალადობას ხშირად იყენებენ იმისთვის, რომ განამტკიცონ მითები და სტერეოტიპები. ჰკითხეთ ბავშვებს:

  • ვინ ახორციელებს ძალადობრივ ქმედებას - ქალი, კაცი, უმცირესობა?
     
  • ვინ არის ძალადობის მსხვერპლი - ქალი, კაცი, ბავშვი, მოხუცი, უმცირესობა?
     

განიხილეთ ძალადობა ახალ ამბებში

ომისა და ტერორისტული აქტების შესახებ ინფორმაცია ბავშვებს ისტორიულ კონტექსტში. იმისათვის, რომ ბავშვებს საკუთარი სოციალური ჯგუფის არ შეეშინდეთ, ძალადობის ჩვეული შემთხვევები და კრიმინალური ქცევები უნდა განვიხილოთ.  

 

წყარო: Canada’s Centre for Digital and Media Literacy