ყალბი ინფორმაციის განსაზღვრის 6 გზა
25 ოქტ. 2021
1631 ნახვა

ნამდვილი თუ ყალბი ინფორმაციის გარჩევა ერთმანეთისგან არის დიდი გამოწვევა, მაგრამ სიმართლის აღმოჩენა ყოველთვის ამართლებს ძალისხმევას.

როგორ უნდა აღმოვაჩინოთ ყალბი ინფორმაცია?

1. გამოიმუშავეთ  კრიტიკული აზროვნება

ერთ-ერთი მიზეზი თუ, რატომ არის ყალბი ინფორმაცია პრობლემა, არის ის, რომ მისი დაჯერება ხშირად მარტივია და იწერება იმისთვის, რომ გამოიწვიოს „შოკის ეფექტი“. ამიტომ აუცილებელია ვაკონტროლოთ ჩვენი ემოციები და შევხედოთ ინფორმაციას კრიტიკულად. დავუსვათ ჩვენ თავს კითხვები „რისთის დაიწერა ეს ინფორმაცია?“, „რაიმე პროდუქტის ყიდვისკენ ხომ არ გვიბიძგებს?“, „სხვა ვებ გვერდზე გადასვლას ხომ არ მთხოვს?“ და ა.შ.

2. შეამოწმეთ წყაროები

შეამოწმეთ ის ვებ გვერდი, რომელზეც არის ინფორმაცია მოცემული, ყურადღება მიაქციის გრამატიკულ შეცდომებს კომპანიის სახელში, ვებ გვერდის გაფართოებას (.com, .ge და ა.შ.). შეამოწმეთ ვინ არის ავტორი, რამდენად არის ეს ავტორი ამ თემის ექსპერი, შეიძლება თუ არა მისი ნდობა. გაითვალისწინეთ, რომ ყალბი ინფორმაციის განმავრცელებლები ხშირად ქმნიან ყალბ ვებ გვერდებს, რომელიც ძალიან გავს ოფიციალურს, მაგრამ სინამდვილეში ეს ვებ გვერდი ყალბია.

3. გადაამოწმეთ კიდე ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციას

ნახეთ კიდე რომელ წყაროს აქვს გავრცელებული ეს ინფორმაცია? სხვა წყაროები რას ამბობენ იმავე ისტორიაზე?

4. მოიძიეთ მტკიცებულებები

ნამდვილი ისტორია შეიცავს ბევრ ფაქტს - ექსპერტა აზრებს, კვლევით მონაცემებს და ოფიციალურ სტატისტიკურ ინფორმაციას ან დეტალურად აღწერილ ინფორმაციას მოწმეებისგან. დასვით კითხვა: ადასტურებს თუ არა ეს ფაქტები იმას, რომ ამბავი ნამდვილად მოხდა?

5. ფოტოები ყოველთვის არ ნიშნავს სინამდვილეს

თანამედროვე ტექნოლოგიამ შესაძლებელი გახადა, რომ შეიქმნას ფოტოსურათები, რომელიც არ არის ნამდვილი. კვლევებმა აჩვენა, რომ მხოლოდ ნახევარ ჩვენგანს შეუძლია ამოიცნოს ყალბი ფოტო. მიუხედავად ამისა, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება: უცნაური ჩრდილები ფოტოზე, ფიგურის გარშემო უცნაური ჭრა და ა.შ. ამასთან გაითვალისწინეთ, რომ ფოტო შეიძლება იყოს 100%-ით ნამდვილი, მაგრამ გამოყენებეული იყოს არასწორ კონტექსში. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ Goggle-ის საძიებო სისტემა (Google Reverse Image Search), რათა დარწმუნდეთ ფოტოს წარმომავლობაში.

6. შეამოწმეთ, რამდენად „ჟღერს ამბავი, როგორც სიმართლე“

ბოლოს გაითვალისწინეთ თქვენი ემოციური მდგომარეობა. ყალბი ამბები ძირითადად ორიენტირებულია თქვენ ოცნებებზე, შიშებსა და გატაცებებზე. მაგალითად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ განათლების სამინისტრო ურიგებდეს უფასოდ ყველა სკოლის მოსწავლეს იმ კომპიუტერს, რომელიც თქვენ ძალიან გინდოდათ. 

 

გაითვალისწინეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ინფორმაცია მიიღოთ თქვენი საუკეთესო მეგობრისგან, პირდაპირ არ ენდოთ ამ ინფორმაციას, რადგან სავარაუდოდ მას არ გაუვლია ეს ნაბიჯები ინფორმაციის გადამოწმების მიზნით.