როგორ მივხვდე, რომ ონლაინში ინფორმაცია ყალბია?
25 ოქტ. 2021
3067 ნახვა

შესაძლოა ონლაინში არსებულმა ინფორმაციამ შეცდომაში შეგვიყვანოს - ეს შეიძლება იყოს ყალბი ახალი ამბები, ინფორმაცია, რომელიც არ არის სიმართლე ან შეიძლება იყოს ყალბი ვებ-გვერდი. ასევე შეიძლება ვინმემ ცადოს, რომ თავი სხვა ადამიანად მოგვაჩვენოს.

იყავი ონლაინ დეტექტორი - მოძებნე გასაღებებს იმისათვის, რომ აღმოაჩინო ყალბი ინფორმაცია. დასვი ბევრი კითხვა. საკითხთან დაკავშირებით მოიძიე ბევრი განსხვავებული ინფორმაცია ონლაინში. მიაქციე ყურადღება მინიშნებებს, რომლებიც გამოამჟღავნებს იმას, რომ ონლაინში ვიღაცა ცდილობს სხვისი იდენტობის მითვისებას.

დაელაპარაკე ვინმეს - თუ გგონია, რომ რამე ან ვინმე ონლაინში არის ყალბი, კითხე შენს დედას, მამას, აღმზრდელს ან უფროს ადამიანს, რომელსაც ენდობი. ერთად თქვენ შეძლებთ ამოიცნოთ ეს სიმართლეა თუ სიცრუე. ამაზე ლაპარაკი შენ დაგეხმარება, რომ საკითხებს განსხვავებული თვალით შეხედო.

შესაძლოა ონლაინში ბევრმა რამემ შეცდომაში შეგვიყვანოს - აქ არის მაგალითები, თუ რა შეიძლება იყოს ყალბი და რამ შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს:

- ახალი ამბები, რომლებიც არ არის სიმართლე, ან არ არის ფაქტებზე დაფუძვნებული.

ვებ-გვერდები, რომლებიც რეალურ ბიზნესს ან აპლიკაციას გვანან, თუმცა სინამდვილეში ცდილობენ, რომ მოიპაროშენგან ფული ან პერსონალური ინფორმაცია.

​​​​​​​- სურათები, რომლებიც არ ასახავს სრულ სიმართლეს - შეიძლება იყოს ჩამოჭრილი ან შეცვლილი იყოს ისე, რომ რეალურ ფაქტებს მალავდეს.

​​​​​​​- დამიანი, რომელიც შეიძლება ცდილობდეს მიითვისოს სხვა ადამიანის ვინაობა ონლაინში. ​​​​​​​

მოძებნე ყალბი ამბებების მანიშნებლები:

1. დასვი ბევრი კითხვა - ყოველთვის დასვი კითხვები ონლაინში მოძიებული, ან ნანახი ინფრომაციის შესახებ.

2. შეამოწმე ინფორმაცია - თუ ფიქრობ, რომ ახალი ამბები, ან ონლაინ ინფორმაცია არის ყალბი შეამოწმე ის შენი ვებ-გამოკვლევებით. გადაამოწმე, თუ იგივე ინფორმაცია დევს სხვა ვებ-გვერდებზეც.

3. შეამოწმე სურათები - თუ თვლი, რომ სურათი ან ვიდეო შეიძლება იყოს ყალბი, ან არ გვაძლევდეს სრულ ინფორმაცია, შეამოწმე ონლაინში თუ არსებობს ამ ფოტოს ან ვიდეოს სხვა ვერსიები.

4. შეასწორე ამბავი - თუ შენი მეგობარი ავრცელებს ყალბ ინფორაციას, ან ახალ ამბავს და შენ იცი რეალური ისტორია და გაქვს ფაქტები, გაუზიარე მათ ეს.

5. ზედმეტად კარგად ხომ არ გამოიყურება, იმისათვის, რომ სიმართლე იყოს? - თუ ვებ-გვერდი ან ისტორია ძნელად დასაჯერებელია, ან გთავაზობს ჯილდოს, ან რაიმეს უფასოდ, ესეიგი ეს ტყულია.

6. რაღაცები აშკარად არ ემთხვევა ერთმანეთს? - თუ ვინმეს ლაპარაკის მანერა არ ემთხვევა მათი პროფილის გვერდს ონლაინში, უთხარი ამის შესახებ მშობელს ან აღმზრდელს.