ახალგაზრდები მუდმივად თამაშობენ სხვადასხვა სახის ვიდეო თამაშს. როგორ უნდა შევარჩიოთ სწორი ვიდეო თამაში, რომ სახალისოსთან ერთად საგანმანათლებლოც იყოს?
როდესაც ვარჩევთ ვიდეო თამაშს უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:
პირველ რიგში დაფიქრდით ინტერესებზე, რა სახის ვიდეო თამაშებს ენიჭება უპირატესობა - სპორტულს, სტრატეგიულს, ფანტასტიკას თუ სხვა?
შემდეგ კონსულტაციები გაიარეთ სხვებთან და მოძებნეთ ისეთი თამაში, რომლის ასაკობრივი შეზრუდვა (ESRB) შეესაბამება თქვენ ასაკს. გაითვალისწინეთ, რომ ეს შეზღუდვები მხოლოდ რეკომენდაციებია და ყველა განსხვავებულია. ისეთი თამაშებიც კი, რომელსაც არ აქვთ ასაკობრივი შეზღუდვა (განკუთვნილია ნებისმიერი ასაკისთვის), შესაძლოა, რომ შიშის მომგვრელი იყოს ზოგიერთისთვის. გარდა იმ შეფასებებისა და განმარტებებისა, რომელიც არის მოცემული ვიდეო თამაშის შეფუთვაზე, თქვენ ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ ვიდეო თამაშის მოკლე აღწერას, გაფრთხილებებსა და სხვა ინფორმაციას ასაკობრივი შეზღუდვის - ESRB-ის ვებ გვერდზე https://www.esrb.org/
ეცადეთ მოიძიოთ ისეთი ვიდეო თამაში, რომელიც იქნება საინტერესო და მიმზიდველი, მაგრამ არა ძალადობრივი. მოიძიეთ ვიდეო თამაში, რომელიც მოითხოვს სტრატეგიის დაგეგმვასა და პრობლემის გადაჭრის უნარებს. თუ მას თან ახლავს საგანმანათლებლო კომპონენტიც, ეს დიდი ბონუსია.
თუ არის შესაძლებელი ჯერ იქირავეთ ან ითხოვეთ ვიდეო თამაში. იკითხეთ თამაშის დემო ვერსია და დარწმუნდით, რომ გექნებათ თამაშის უკან დაბრუნების შესაძლებლობა, იმ შემთხვევაში თუ არ მოგეწონათ მისი შინაარსი.
გახსოვდეთ, ნებისმიერი თამაშის თამაში უფრო სახალისოა, თუ მას ორნი თამაშობთ, ამიტომ ნახეთ ისეთი ვიდეო თამაში, რომელსაც 2 მოთმაშე თამაშობს, რათა თამაშის პროცესი აქციოთ სოციალურ აქტივობად.