კომუნიკაციების კომისიამ 25 ქვეყანაში აღიარებული და წარმატებული ფინური საბავშვო წიგნების სერია „გამარჯობა რუბი“ თბილისის 150-ე საჯარო სკოლას უსასყიდლოდ გადასცა. „თავგადასავალი პროგრამირების სამყაროში“ და „მოგზაურობა კომპიუტერში“ - აღნიშნული წიგნებით დაწყებითი კლასის 116 მოსწავლე პროგრამირებას, კომპიუტერულ მეცნიერებებსა და კოდის წერის საწყისებს ისწავლის. ახალი სახელმძღვანელო მოსწავლეებს სკოლის ინფორმაციული ტექნოლოგიების პედაგოგმა გააცნო, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ სპეციალურად „გამარჯობა რუბის“ წიგნებით სწავლების მეთოდოლოგიით გადაამზადა. მასწავლებელმა III კლასის მოსწავლეებს „გამარჯობა რუბის“ წიგნების გამოყენების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სახელმძღვანელოში გადმოცემული „კლავიატურის გამოყენების“ აქტივობები შეასრულებინა.
შეგახსენებთ, რომ „გამარჯობა რუბის“ წიგნებით დღემდე 21 სკოლის დაწყებითი კლასის 3250 მოსწავლე სწავლობდა, მომავალში კი ჯამში 61 სკოლის მოსწავლე ისწავლის. „გამარჯობა რუბი“ - ეს არის 25 ქვეყანაში აღიარებული და წარმატებული ფინური საბავშვო წიგნების სერია, რომელიც დაწყებითი კლასის მოსწავლეებში, მედიაწიგნიერების, კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის უნარის განვითარებას ისახავს მიზნად. წიგნები თარგმნილი და გამოცემულია 25 ენაზე, ქართულად თარგმნისა და გამოცემის უფლება კომუნიკაციების კომისიამ წიგნის ავტორისგან, ლინდა ლიუკასისგან ექსკლუზიურად მიიღო. კომუნიკაციების კომისიამ წიგნების სერია სკოლებს უსასყიდლოდ გადასცა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, განათლების ახალი რეფორმის ფარგლებში, „გამარჯობა რუბი“ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოდ 2019 წლიდან შევიდა. პედაგოგები კომუნიკაციების კომისიამ სპეციალურად აღნიშნული წიგნებით სწავლების მეთოდის მიხედვით გადაამზადა.
მეტი ამ კატეგორიიდან
ComCom-მა პროგრამირების სახელმძღვანელო „გამარჯობა რუბი“ ყველა სკოლისთვის ხელმისაწვდომი გახადა
139 დღის წინ
ComCom-ი “გამარჯობა რუბის“ წიგნებს ყველა სკოლისთვის ხელმისაწვდომს გახდის
204 დღის წინ
„გამარჯობა რუბის“ წიგნებით დამატებით 11 სკოლის მოსწავლე ისწავლის
1142 დღის წინ
კომუნიკაციების კომისიამ „გამარჯობა რუბის“ სწავლების მეთოდი ათი სკოლის მასწავლებელს გააცნო
1245 დღის წინ