World Vision-ი არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში 1996 წლიდან მუშაობს ბავშვებთან, ოჯახებთან და თემებთან ერთად სიღარიბისა და უთანასწორობის დასაძლევად. 20 წელზე მეტია, რაც ორგანიზაცია ხელს უწყობს ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის გაძლიერებას და ბავშვებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნას, რომელიც არის ინკლუზიური, ტოლერანტული და თანაბარი შესაძლებლობებით უზრუნველყოფს ყველას. World Vision საქართველო პროგრამებს ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებით: ბავშვთა დაცვა და კეთილდღეობა, ბავშვის ადრეული განვითარება, ახალგაზრდების გაძლიერება, თემის ჩართულობა, ოჯახების ეკონომიკური გაძლიერება, ლტოლვილების მხარდაჭერა.
გაეცანით World Vision-ის მიერ შექმნილ პრაქტიკულ გზამკვლევს სკოლებისთვის:
სასწავლო პროცესის ტრანსფორმაცია ტექნოლოგიების გამოყენებით
გაეცანით World Vision-ის მიერ შექმნილ ინტერნეტ უსაფრთხოების გზამკვლევს ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის და ზრდასრულებისთვის
ბავშვები : https://worldvision.ge/file/get/421/N6AYfmsuuEOAFqAzN9m3xA
მოზარდები : https://worldvision.ge/file/get/424/gkkjb-6hq0yFhRVxA0xBog
ზრდასრულები : https://worldvision.ge/file/get/427/t3IGrHHLx0KKn4r5pVOuqg