ციფრულ გარემოში ბავშვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის გზამკვლევი
20 მარ. 2024
699 ნახვა

თანამედროვე სამყაროში ციფრულმა ტექნოლოგიებმა მკვეთრად შეცვალა მსოფლიო. ბავშვები სულ უფრო აქტიურად იყენებენ ციფრულ სივრცეს, რაც მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ციფრული გარემო ბავშვებს შესაძლებლობას აძლევს მარტივად მოიძიონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია, განახორციელონ კომუნიკაცია, გამოხატონ საკუთარი აზრი და სხვა. შესაბამისად, ერთი მხრივ, ონლაინ სივრცე იძლევა სარგებელს, თუმცა მეორე მხრივ, წარმოშობს გარკვეულ რისკებს ბავშვების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის თვალსაზრისით.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში საქართველოში მოქმედი სამართლებრივი ჩარჩო პირდაპირ არ ითვალისწინებს ციფრულ გარემოში ბავშვების პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო პროცედურებს. აქედან გამომდინარე, ბავშვის მონაცემთა დაცვის გარანტიების შექმნისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინება.

გზამკვლევის მიზანია ციფრულ გარემოში ბავშვების უფლებებთან დაკავშირებით საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესწავლა და მათი ეროვნულ კანონმდებლობასთან მისადაგება. ამისათვის, დოკუმენტში ყურადღებაა გამახვილებულიბავშვის საუკეთესო ინტერესისცნებასთან დაკავშირებულ მახასიათებლებზე, მონაცემთა დამუშავების პრინციპებზე, საფუძვლებსა და ბავშვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებებზე.

იხილეთ ციფრულ გარემოში ბავშვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის  გზამკვლევი.