მედიაწიგნიერების 5 კომპეტენცია: შეფასება
26 ივნ. 2024
1228 ნახვა

მედიაწიგნიერება განიმარტება, როგორც თანამედროვე მედიაგარემოში უსაფრთხო ნავიგაციისა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო 5 ძირითადი კომპეტენციის ერთობლიობა, ესენია: (1) წვდომა, (2) ანალიზი, (3) შეფასება, (4) შექმნა და (5) მოქმედება. ამ კონტექსტში, შეფასება გულისხმობს ინფორმაციის განსჯას, დასკვნების გამოტანასა და მნიშვნელობების მინიჭებას ალტერნატიული წყაროების მოძიების, კრიტიკული ანალიზისა და შეფასების საფუძველზე.

რას მოიცავს შეფასება?

- ანალიტიკური პროცესის სხვადასხვა ეტაპისა და კომპონენტის სინთეზის შედეგად, შეგვიძლია, განვსაჯოთ:
◾ არის თუ არა შეტყობინება სანდო/სარწმუნო?
◾ არის თუ არა შეტყობინება ეფექტიანი?
◾ არის თუ არა შეტყობინება შემოქმედებითი?
◾ არის თუ არა შეტყობინება მანიპულაციური?
◾ არის თუ არა შეტყობინება პროპაგანდა?

- მედიაშეტყობინებების კრიტიკული ანალიზი ეხმარება მომხმარებლებს, რომ მედიაშეტყობინებების სიღრმისეული მნიშვნელობები და გავლენა გამოიკვლიონ, როგორებიცაა:
◾ ფარული და თვალსაჩინო განზრახვების იდენტიფიცირება;
◾მედიის გავლენის გათვითცნობიერება საკუთარ თავზე, სხვა ადამიანებზე, ჯგუფებსა და საზოგადოებაზე;
◾ მედიის მიმართების გაცნობიერება ძალაუფლებასა და პრივილეგიასთან.

- მედიის ანალიზის პროცესში, რეფლექსია ეხმარება ადამიანებს, რომ გააცნობიერონ კავშირები მედიასა და რწმენებს/ქმედებებს შორის, რაც შესაძლებელია შემდეგი საკითხების გაცნობიერებით:
◾ როგორიცაა ჩვენი მსოფლმხედველობა, ასევე აღვიქვამთ მედიას;
◾ მედიის საშუალებით ვიღებთ ინფორმაციას იმ ადამიანებისა და საზოგადოების ჯგუფების შესახებ, ვისთანაც პირდაპირი შეხება არ გვაქვს;
◾ ჩვენი ფასეულობები, რწმენები, მიკერძოებები და გამოცდილებები გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ვახდენთ მედიაშეტყობინებების ინტერპრეტირებას.

კითხვები, რომლებიც დაგეხმარებათ მედიაშეტყობინებების შეფასების პროცესში:

◾ რამდენად სანდოა იგი და საიდან ვიცი ეს?
◾ ფაქტია თუ მოსაზრება?
◾ შემიძლია თუ არა, ვენდო ამ წყაროს?
◾ ვინ შეიძლება ისარგებლოს ამ შეტყობინებით? ვინ შეიძლება დაზარალდეს?
◾როგორ მაგრძნობინებს თავს და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ჩემმა ემოციურმა დამოკიდებულებამ ამ ინფორმაციის ჩემეულ აღქმაზე?
◾ როგორ გაიგებენ განსხვავებული ადამიანები ამ შეტყობინებას? რა იქნება ალტერნატიული ხედვა?

შეფასება: https://mlw.namle.org/about/theme/evaluate/