როგორ დავიცვათ ბავშვების online უსაფრთხოება?
31 აგვ. 2022
2007 ნახვა

განათლების დარგის ტრენერის, მანანა ჯინჭარაძის რჩევები მშობლებს:

ანიმაციის ლინკი 

სოციალურ ქსელში არასრულწოლოვანი პირის რეგისტრაცია ბაშვების უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს. მოსმენილი ამბის მაგალითზე შეგვიძლია განვსაზღვროთ, თუ რამდენად არის ფსიქოლოგიურად მზად არასრულწლოვანი მიიღოს ამ ტიპის მესიჯები და გაუმკლავდეს უხარისხო, დამთრგუნველ და მისთვის უცხო ინფორმაციას. თუ ამის მიუხედავად ბავშვს მაინც ვაძლებთ უფლებას გახსნას ანგარიში, უნდა გავაფრთხილოთ არაკეთილმოსურნე ადამიანების შესახებაც, რომელთაც შეუძლიათ ბავშვისთვის შეუფერებლი ინფორმაცია (წერილი, მესიჯი, ფოტო, ფილმი) მიაწოდონ მოზარდს. ასევე უნდა მოამზადოთ და შეაგუოთ, რომ მის ნააზრევს, სტატუსს და გამოქვეყნებულ ინფორმაციას შეიძლება უარყოფითი შინაარსის შემცველი შეფასება მოჰყვეს.

ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ გაუფრთხილდეს ისეთ ინფორმაციას, როგორიც არისსახელი, გვარი; ტელეფონის ნომერი; მისამართი; სკოლა, სადაც სწავლობს; წრეები, სადაც დადის; ინტერესები; პირადი ნომერი; ფოტო და ვიდეო მასალა მისი გამოსახულებითთანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ბოროტმოქმედებს შეუძლიათ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის მოპოვება, მისი გამოყენება ფინანსური სარგებლის მიღებისათვის ან შანტაჟისთვის.

რეკომენდაცია პირველიგაითვალისწინეთ  ბავშვის სოცქსელში გაწევრიანების ასაკი და ნუ წაახალისებთ ამას ადრეული ბავშვობიდან.

რეკომენდაცია მეორეთუ თქვენმა არასრულწლოვანმა შვილმა მაინც მიიღო სოცქსელების მოხმარების გადაწყვეტილება, შეეცადეთ დაუდგინოთ სასარგებლო წესები: შეუმცირეთ ინტერნეტით სარგებლობის დრო, გაერკვიეთ ჩამოტვირთული აპლიკაციების, თამაშების მიზნობრიობაში, თვალი ადევნეთ, რომელ პროგრამებს იყენებს.

რეკომენდაცია მესამეგააცანით მისი, როგორც ინტერნეტმოქალაქის პასუხისმგებლობები,  მიუთითეთ სექსტინგის საფრთხეების შესახებ, აუხსენით რას ნიშნავს პირადი ინფორმაცია და რა შეიძლება მოჰყვეს მის გასაჯაროებას.

ანიმაცია დამზადებულია კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.

ანიმაციის ავტორია არასამთავრობო ორგანიზაცია “მშობლები განათლებისთვის”. ანიმაციის გამოყენება ავტორთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია.