მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტის ფარგლებში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხრიდან, განახლდა მედიაწიგნიერების არჩევითი საგნის სტანდარტი, რომელიც განკუთვნილია საშუალო საფეხურზე მედიაწიგნიერების სწავლებისთვის.
მედიაწიგნიერების სტანდარტის მიზნებია:
მედიის გავლენის გააზრება ინდივიდსა და საზოგადოებაზე;
- ციფრულ გარემოში უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი ქცევის უნარების განვითარება;
- აქტიური, პასუხისმგებლიანი და ინფორმირებული მოქალაქის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
- მედიის სფეროების და დემოკრატიული კულტურის ღირებულებების დაკავშირება;
- მედიის საშუალებით მოსწავლის თვითგამოხატვასა და შემოქმედებით საქმიანობაში ხელშეწყობა;
- მედიის საშუალებით სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში მონაწილეობის კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
- ციფრული მედეგობის განვითარების ხელშეწყობა.
მედიაწიგნიერების საგნის ფარგლებში საშუალო საფეხურის შედეგების მიღწევის/კომპეტენციების განვითარების საფუძველს ქმნის სამი ძირითადი ცნების - “მედიაეკოსისტემა” “გზავნილი” ,“მედიაკულტურა” - ურთიერთდაკავშირებულად გააზრება. სტანდარტი მოიცავს: სწავლის შედეგებს, შედეგის მიღწევის ინდიკატორებსა და სასწავლო თემებს.
სტანდარტი იხილეთ ბმულზე: მედიაწიგნიერების სტანდარტი.
კომუნიკაციების კომისიის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტის შედეგად, 2025-2026 სასწავლო წლისთვის საქართველოში იმ სკოლების რაოდენობა, სადაც მედიაწიგნიერება ცალკე არჩევით საგნად ისწავლება, 300-მდე გაიზარდა.






