UNESCO-ს უფასო საერთაშორისო კურსი: „განათლება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში: ციფრული მოქალაქეობა საკლასო ოთახიდან“
16 ივნ. 2026
9 ნახვა

გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO) და ორგანიზაციის მონტევიდეოს რეგიონალური ოფისი საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს სთავაზობენ საერთაშორისო ონლაინ კურსს: განათლება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში: ციფრული მოქალაქეობა საკლასო ოთახიდან (Educating in the Age of Artificial Intelligence: Digital Citizenship from the Classroom).

პირველი ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ, რომელიც ძირითადად ლათინური ამერიკის ქვეყნებისთვის ჩატარდა, პროგრამის განახლებული და გაფართოებული ვერსია უკვე ინგლისურ ენაზეც არის ხელმისაწვდომი და მასში მონაწილეობა მსოფლიოს ნებისმიერი რეგიონიდანაა შესაძლებელი.

ვისთვის არის კურსი განკუთვნილი?

კურსი შექმნილია მასწავლებლებისთვის, აღმზრდელებისთვის, საგანმანათლებლო ორგანიზაციების თანამშრომლებისა და განათლების პოლიტიკით დაინტერესებული პირებისთვის. კურსის მიზანია, მონაწილეები აღჭურვოს იმ ცოდნითა და პრაქტიკული ინსტრუმენტებით, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე ციფრულ გარემოში ეფექტიანი და პასუხისმგებლიანი საქმიანობისთვის. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებასა და ინფორმაციის სწორად შეფასებას.

რას მოიცავს პროგრამა?

თვითრეგულირებადი ონლაინ კურსი შედგება ხუთი თემატური მოდულისგან და მოიცავს ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორებიცაა:

● ციფრული მოქალაქეობა და ციფრული კვალი;
● დეზინფორმაცია
და ფაქტების გადამოწმება;
● ხელოვნური
ინტელექტისა და ალგორითმების ეთიკური, სოციალური და საგანმანათლებლო გავლენა;
● ონლაინ
უსაფრთხოება და ადამიანის უფლებების დაცვა ციფრულ სივრცეში.

სასწავლო პროცესი მრავალფეროვანია და აერთიანებს ვიდეოლექციებს, საკითხავ მასალებს, ექსპერტთა დისკუსიებსა და ინტერაქციულ ფორუმებს

მნიშვნელოვანი დეტალები:

ღირებულება: მონაწილეობა უფასოა.

სერტიფიკატი: მონაწილეები, რომლებიც პროგრამის მინიმუმ 80%- დახურავენ, მიიღებენ UNESCO- ოფიციალურ სერტიფიკატს.

პერიოდი: კურსი დაიწყო 2026 წლის 15 ივნისს და გაგრძელდება 7 აგვისტომდე

რეგისტრაცია: დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ UNESCO Open Learning-ის პლატფორმაზე.