რამდენად ინფორმირებული ხართ ინტერნეტის შესახებ?
25 ოქტ. 2021
1842 ნახვა

21-2 საუკუნეში ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ინტერნეტში უსაფრთხოდ ნავიგაციის წესები. ამასთან ერთად, აუცილებელია, ჩვენს შვილებს ვასწავლოთ ინტერნეტისა და სოციალური ქსელების უსაფრთხოდ გამოყენების წესები.  

მშობლების როლი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბავშვებმა გააცნობიერონ საკუთარი პასუხისმგებლობა ონლაინ სივრცეში. ამისთვის კი მშობლებმა შვილებს უნდა აუხსნან, თუ რას მოელიან მათგან, როდესაც ისინი ქსელში იმყოფებიან.

მშობლებს შეუძლიათ გადაამოწმონ საკუთარი ცოდნა და ინფორმირებულობის ხარისხი ინტერნეტ ქსელთან დაკავშირებით და დარწმუნდნენ, რომ საკმარის ინფორმაციას აწვდიან საკუთარ შვილებს ინტერნეტში უსაფრთხოდ ნავიგაციისთვის.

იმისთვის, რომ გაიგოთ თქვენი ინფორმირებულობის ხარისხი, პასუხი გაეცით შემდეგ კითხვებს:

1. ჩართული ხართ თქვენი შვილის ონლაინ აქტივობებში? იცით თუ არა, რას აკეთებენ ისინი ინტერნეტში ყოფნისას ან ვის ელაპარაკებიან?
 

2. გაქვთ თუ არა ოჯახში ინტერნეტის გამოყენების შესახებ შემუშავებული წესები ან შეთანხმება?
 

3. აძლევთ თუ არა მედიის გამოყენებისა (სად და როდის მოიხმარონ მობილურები) და კონფიდენციალობის (რა რაოდენობით ინფორმაციას აქვეყნებთ ონლაინ თქვენსა და თქვენ შვილზე) კარგ მაგალითს?
 

4. იციან თუ არა თქვენმა შვილებმა ნებართვის თხოვნა, სანამ გამოაქვეყნებენ ნებისმიერი პირადი სახის ინფორმაციას ონლაინ? მაგალითად, ელ. ფოსტის გამოყენებისას, სოციალური ქსელების გამოყენებისას, სარეგისტრაციო ფორმების შევსებისას, პირადი პროფაილების შექმნისა და ონლაინ კონკურსებში მონაწილეობისას.
 

5. ცდილობთ თუ არა, რომ იყოთ ნაკლებად კრიტიკული თქვენი შვილების ონლაინ საქმიანობის მიმართ და იყენებთ თუ არა მათ ინტერნეტ გამოცდილებას, როგორც შესაძლებლობას, რომ განიხილოთ შეუსაბამო ქცევა, ნდობა და პასუხისმგებლობა?
 

6. იყენებთ თუ არა ინტერნეტ აქტივობებს, როგორც თქვენი ოჯახის ჩვეულ აქტივობას, რათა ასწავლოთ თქვენ შვილებს შესაბამის ვებ-გვერდებზე შესვლა, უსაფრთხო ნავიგაცია და საძიებო სისტემა?
 

7. ასწავლეთ თუ არა თქვენ შვილებს, რომ არ დაუჯერონ ინტერნეტში გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას და შეამოწმონ ის სხვა ზრდასრულ ადამიანთან ერთად ან გადაამოწმონ სხვა წყაროებითაც?
 

8. ასწავლეთ თუ არა თქვენს შვილებს, ამოიცნონ ისეთი მწვავე ემოციები, როგორებიცაა ბრაზი, შიში, აღტაცება და უთხარით, რომ არავის უპასუხონ და არ დაპოსტონ მაშინ, როდესაც ისინი განიცდიან ამ ემოციებს?
 

9. ახსენებთ თუ არა თქვენ შვილებს, რომ იმ ადამიანებს, ვისაც ონლაინ ველაპარაკებით, აქვთ გრძნობები და შესაძლოა ჩვენ ვაწყენინოთ მათ, ისევე, როგორც, მათ გვაწყენინონ ჩვენ; ამიტომ აუცილებელია, სანამ ვინმეს ვუპასუხებთ, დავაყენოთ ჩვენი თავი მათ ადგილას
 

10. თუ თქვენი შვილი შევიდა ინტერნეტში სკოლასა ან ბიბლიოთეკიდან, იცით თუ არა მათი ინტერნეტის გამოყენების პოლიტიკა?
 

11. ეცნობით თუ არა კომერციული ვებ-გვერდების უსაფრთხოების პოლიტიკა, თუ რა სახის პირად ინფორმაციას აგროვებენ ისინი და შესაძლებელი არის თუ არა მათი მესამე პირისთვის გადაცემა?

 

12. დაარწმუნეთ თუ არა თქვენი შვილი, რომ არ გექნებათ მწვავე რეაქცია, არ აუკრძალავთ მას ინტერნეტის გამოყენებას იმ შემთხვევაში, თუ ისინი თქვენთან მოვლენ რაიმე სახის პრობლემით?
 

13. ესაუბრეთ თუ შვილებს იმის შესახებ, რომ სოციალურს ქსელების გამოყენებისას ფრთხილად უნდა იყვნენ, სანამ დაპოსტავენ ან გააზიარებენ საკუთარ ან სხვა ადამიანებზე ნებისმიერ ინფორმაციას, განსაკუთრებით კი ფოტოს?
 

14.გისაუბრიათ თუ არა თქვენ შვილთან ონლაინ ქცევის პასუხისმგებლობაზე? აცნობიერებენ თუ არა ისინი, რომ ვებ-გვერდებიდან „ქურდობა“, პირატული ვებ-გვერდებიდან ჩამოტვირთვა, ონლაინ მუქარა და ჰაკერობა არის უკანონო ქმედებები?

 

წყარო: Canada’s Centre for Digital and Media Literacy