მედიაწიგნიერების 5 კომპეტენცია: შექმნა
26 ივნ. 2024
1620 ნახვა

მედიაწიგნიერება განიმარტება, როგორც თანამედროვე მედიაგარემოში უსაფრთხო ნავიგაციისა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო 5 ძირითადი კომპეტენციის ერთობლიობა, ესენია: (1) წვდომა, (2) ანალიზი, (3) შეფასება, (4) შექმნა და (5) მოქმედება. ამ კონტექსტში, მედიის შექმნა გამოხატვის ფორმაა და გულისხმობს იდეების გამოხატვის სწავლას მედიისა და საკომუნიაციო ხელსაწყოების საშუალებით და შესაბამისად, მეინსტრიმული მედიისაგან განსხვავებული მედიანარატივების შექმნის შესაძლებლობასაც მოიცავს.

პირველ რიგში, ადამიანს უნდა ჰქონდეს მეინსტრიმულ მედიანარატივებთან წვდომა და შეეძლოს მათი ანალიზი თუ შეფასება, რათა ამ ნარატივებს საკუთარი მედიაშეტყობინებებით უპასუხოს. ასევე, მედიის შექმნის პროცესში, აუცილებელია გვესმოდეს ჩვენი განზრახვა, მიკერძოებები და მიზანი.

შექმნა ფართო კომპეტენციაა და გულისხმობს:
◾ წერას;
◾ ლაპარაკს;
◾ ახალი იდეების კონცეპტუალიზაციას;
◾ ხელოვნების ნიმუშის შექმნას;
◾ სოციალურ მედიაში დაპოსტვას და გაზიარებას;
◾ სხვებთან კომუნიკაციას;
◾ ვიზუალური ინფორმაციისა და კონტენტის შექმნას.

კითხვები, რომლებიც მედიაშეტყობინებების შექმნის პროცესში დაგეხმარებათ:
◾ ფაქტია თუ მოსაზრება?
◾ ვინ არის ჩემი ინფორმაციის წყარო?
◾ რამდენად განსხვავებულად შეიძლება გაიგოს ეს ინფორმაცია სხვადასხვა ადამიანმა?
◾ ვინ ისარგებლებს ამ შეტყობინებით? ვინ დაზარალდება?
◾ რა ქმედებებით მინდა, რომ უპასუხონ ამ შეტყობინებას სხვა ადამიანებმა?
◾ რა იდეები, ფასეულობები, ინფორმაცია ან შეხედულებებია ღია? რა დაფარული?
◾ინფორმაციის რა ნაწილია გამოტოვებული, რისი ცოდნაც მნიშვნელოვანი იქნებოდა?

წყარო: https://mlw.namle.org/about/theme/create/