დღეს ძალიან რთულია მშობელმა გააკონტროლოს მისი შვილის მიერ ინტერნეტ სივრცეში განხორციელებული აქტივობები. საკითხი ეხება, არამხოლოდ კონტროლის მექანიზმების არსებობა-არ არსებობას, არამედ თავად ინფორმირებულობის ნაკლებობას, იმასთან დაკავშირებით თუ რა სახის საკითხებზე უნდა გაამახვილოს მშობელმა ყურადღება.
მშობლებმა უნდა მოაგროვონ ინფორმაცია და დაუსვან საკუთარ თავს შემდეგი კითხვები:
- რას აკეთებენ მათი შვილები ინტერნეტში და ვის ელაპარაკებიან?
- არიან თუ არა ფრთხილად, სანამ დაპოსტავენ ან გააზირებენ საკუთარ ან სხვა ადამიანებზე ნებისმიერ ინფორმაციას, განსაკუთრებით კი ფოტოს?
- აქვეყნებენ თუ არა ნებისმიერი სახის პირად ინფორმაციას ონლაინ?
- იციან თუ არა ბავშვებმა ინტერნეტის მოხმარების პოლიტიკა?
- იყენებენ თუ არა ბავშვები ინტერნეტ აქტივობებს საგანმანათლებლო მიზნებისთვის?
- ამოწმებენ თუ არა ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას თუ ბრმად სჯერათ მისი?
- იციან თუ არა შვილებმა, რომ ბრაზის, შიშის, აღტაცებისას არ უნდა უპასუხონ არავის და არ დაპოსტონ სოციალურ ქსელში?
- როგორ ელაპარაკებიან მათი შვილები სხვა ადამიანებს? იციან თუ არა, რომ იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენ ონლაინ ველაპარაკებით, აქვთ გრძნობები და შესაძლოა ჩვენ ვაწყენინოთ მათ, ისევე, როგორც, მათ გვაწყენინონ ჩვენ; ამიტომ აუცილებელია, სანამ ვინმეს ვუპასუხებთ დავაყენოთ ჩვენი თავი მათ ადგილას
- ეცნობიან თუ არა ბავშვები, კომერციული ვებ გვერდების უსაფრთხოების პოლიტიკას თუ რა სახის პირად ინფორმაციას აგროებენ ისინი და შესაძლებელი არის თუ არა მათი მესამე პირისთვის გადაცემა?
- პასუხისმგებლიანად იქცევიან თუ არა ონლაინ სივრცეში? აცნობიერებენ, რომ ვებ გვერდებიდან „ქურდობა“, პირატული ვებ გვერდებიდან ჩამოტვირთვა, ონლაინ მუქარა და ჰაკერობა არის უკანონო ქმედებები?