ComCom-ი მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების მიზნით, გორში სკოლის დირექტორებს შეხვდა
03 ივლ. 2024
333 ნახვა
მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირება
კომუნიკაციების კომისიამ, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) ერთად, გორის სკოლის დირექტორებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომელიც მიზნად მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების ხელშეწყობასა და საგნის შესახებ სკოლის ხელმძღვანელების ცნობიერების ამაღლებას ისახავდა. ღონისძიებას სულ 40-მდე მონაწილე ესწრებოდა.
შეხვედრა ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარიამ დახუნდარიძემ; საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მარიამ ჩიქობავამ და UNICEF-ის წარმომადგენელმა, მაია ქურციკიძემ გახსნეს და მონაწილეებს მედიაწიგნიერების საგნის არჩევის შესაძლებლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. მისასალმებელი სიტყვის შემდგომ, ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მარიამ ბიბილაშვილმა, დამსწრე აუდიტორიას პროექტის ფარგლებში შექმნილი სახელმძღვანელო წარუდგინა.
კომუნიკაციების კომისიამ, აჭარის, გურიის, სამეგრელოს, იმერეთის, კახეთისა და რუსთავის სკოლების დირექტორებთან 8 შეხვედრა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, 270-მდე დირექტორს საგნის დანერგვისა და არჩევის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
შეგახსენებთ, რომ ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების ინტეგრირების პროექტი კომუნიკაციების კომისიამ 2022 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ჩატარდა მედიაწიგნიერების საჭიროებების შესახებ კვლევა, შემუშავდა საგანმანათლებლო სტანდარტი, სასწავლო მოდული და სახელმძღვანელო, რომელთა გამოყენებითაც, მედიაწიგნიერების სწავლებაში საქართველოს მასშტაბით 1600 პედაგოგი გადამზადდა. დღეის მონაცემებით, მედიაწიგნიერება, როგორც არჩევითი საგანი, ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X, XI, და XII კლასის მოსწავლეებისთვის საქართველოს უკვე 6 სკოლაში დაინერგა და მომავალში, სხვა სკოლებშიც დაინერგება.
კომუნიკაციების კომისიამ გორის სკოლის დირექტორებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
იხილეთ ასევე
მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების მიზნით, ComCom-ს, TPDC-სა და UNICEF-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
რა ასაკიდან უნდა დავიწყო სოციალური მედიის გამოყენება?
რატომ უნდა ვიყოთ მედიაწიგნიერები?
„დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში“
მეტი ამ კატეგორიიდან
ComCom-მა მედიაწიგნიერების სწავლებით დაინტერესებული 200 მასწავლებელი გადაამზადა
36 დღის წინ
ComCom-მა მედიაწიგნიერების სწავლებაში დამატებით 280 მასწავლებელი გადაამზადა
49 დღის წინ
ComCom უნივერსიტეტების ლექტორები მედიაწიგნიერების სწავლებისთვის სპეციალურად შემუშავებული პროგრამით გადაამზადა
74 დღის წინ
ComCom-მა მედიაწიგნიერების სწავლებით დაინტერესებული 85 მასწავლებელი გადაამზადა
85 დღის წინ