ComCom-მა მედიაწიგნიერების არჩევითი საგნის სწავლებაში 70 პედაგოგი გადაამზადა
20 აგვ. 2024
568 ნახვა

მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირება
ComCom-მა მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით, 70 მასწავლებელი პროექტის ფარგლებში შექმნილი სასწავლო მოდულით გადაამზადა. გადამზადებული პედაგოგები მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს მედიაწიგნიერების არჩევნით საგანს შეასწავლიან. საგნის არჩევის შემთხვევაში, უფროსკლასელები მედიისა და ინფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშავებას, დეზინფორმაციის სახეებს, ასევე მრავალფეროვანი ტექნიკის გამოყენებით, ყალბი ინფორმაციის აღმოჩენისა და სიმართლის დადგენის მეთოდებს ერთი სემესტრის მანძილზე ისწავლიან.
სემინარს მედიაწიგნიერების სახელმძღვანელოს ავტორი და მედიაწიგნიერების მკვლევარი ნატალია ინგოროყვა გაუძღვა, რომელმაც პედაგოგებს მედიაწიგნიერების საგანმანათლებლო სტანდარტი, საგნის სწავლების მეთოდი და სახელმძღვანელო „მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ დეტალურად გააცნო.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, კვლავ აქტიურად აგრძელებს მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების ხელშეწყობას. პროექტის ფარგლები X, XI, და XII კლასის მოსწავლეები საქართველოს 6 სკოლაში მედიაწიგნიერების საგანს უკვე სწავლობენ. დღეს მედიაწიგნიერება ეროვნული სასწავლო გეგმის არჩევითი საგნების ნუსხაშია და მედიაწიგნიერების საგანს პედაგოგები სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფებში უძღვებიან.
ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების ინტეგრირების პროექტი კომუნიკაციების კომისიამ 2022 წლიდან დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ჩატარდა მედიაწიგნიერების საჭიროებების შესახებ კვლევა, შემუშავდა საგანმანათლებლო სტანდარტი, სასწავლო მოდული და სახელმძღვანელო, რომელთა გამოყენებითაც, მედიაწიგნიერების სწავლებაში საქართველოს მასშტაბით 1600-ზე მეტი პედაგოგი გადამზადდა. 2023-2024 სასწავლო წლიდან მედიაწიგნიერება, როგორც ცალკე, არჩევითი საგანი, X-XII კლასებში ისწავლება.
კომუნიკაციების კომისიისთვის მნიშვნელოვანია, გაიზარდოს იმ სკოლების რიცხვი, რომლებიც ამ შესაძლებლობით ისარგებლებენ და მოსწავლეებს მედიაწიგნიერების საგნის არჩევით 21 საუკუნის გამოწვევებთან გამკლავებაში სკოლის ასაკიდან დაეხმარებიან, შესაბამისად, მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების მიზნით, კომუნიკაციების კომისია აგრძელებს მასწავლებელთა გადამზადებას, რომლის ფარგლებშიც პედაგოგები შეძლებენ მედიაწიგნიერების, მედია და ინფორმაციული ენის, ინფორმაციის დამუშავებისა და დეზინფორმაციის შესახებ სწავლებას.
იხილეთ ასევე

ComCom-მა ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებისა და ყალბი ამბების აღმოჩენაში ქუთაისში 500, მცხეთა-მთიანეთში კი 100 მოზარდი გადაამზადა

სოციალური ქსელების ზეგავლენა თვითშეფასებაზე და მედიაწიგნიერების როლი თვითშეფასების შენარჩუნებაში

ახალი ამბების წიგნიერება

ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა
მეტი ამ კატეგორიიდან

ComCom-მა მედიაწიგნიერების სწავლებაში დამატებით 1100 მასწავლებელი გადაამზადა
136 დღის წინ

ComCom-მა მედიაწიგნიერების სწავლებით დაინტერესებული 200 მასწავლებელი გადაამზადა
155 დღის წინ

ComCom-მა მედიაწიგნიერების სწავლებაში დამატებით 280 მასწავლებელი გადაამზადა
168 დღის წინ

ComCom უნივერსიტეტების ლექტორები მედიაწიგნიერების სწავლებისთვის სპეციალურად შემუშავებული პროგრამით გადაამზადა
193 დღის წინ