ციფრული დეტოქსი და მისი სარგებლიანობა
20 ნოე. 2024
97 ნახვა
ციფრული დეტოქსი არის დროის პერიოდი, როდესაც ადამიანი ნებაყოფლობით იკავებს თავს ციფრული მოწყობილობებისა (სმარტფონის, ტელევიზორის, კომპიუტერის, ტაბლეტის) და სოციალური მედიის გამოყენებისგან. აღნიშნული მეთოდი რეალურ ცხოვრებაზე კონცენტრირების ერთ-ერთი საშუალებაა და მომხმარებლებს მუდმივად კონტაქტზე ყოფნისგან (“Always-on”) გამოწვეული უკუჩვენებებისგან თავის დაღწევაში ეხმარება.
არაერთი საერთაშორისო კვლევა ადასტურებს, რომ ტექნოლოგიების ზედმეტად გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის სტრესის დონეს, პროვოცირებს მენტალური ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემებს, აუარესებს ძილის რეჟიმს, კონცენტრაციის უნარს და ხელს უშლის პირადი და სამსახურეობრივი ცხოვრების ბალანსს.
მუდმივად განახლებადი ინფორმაციული და ციფრული რეჟიმი თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ფაქტობრივად შეუძლებელია მისთვის გვერდის ავლა, ამიტომ ციფრული დეტოქსის პრაქტიკა დაბალანსებული, ჯანსაღი ციფრული ცხოვრების შენარჩუნებისთვისა და მედიის გონიერი გამოყენებისთვის აუცილებელია.
ბოლო ორი დეკადის განმავლობაში, ჭკვიან მოწყობილობებზე დამოკიდებულება იმდენად მზარდი და აქტუალური ტენდენცია გახდა (განსაკუთრებით ბავშვებში და ახალგაზრდებში), რომ მკვლევრებმა ამ დამოკიდებულებას სპეციალური ტერმინი ნომოფობიაც (Nomophobia) კი უწოდეს.
მნიშვნელოვანია, რომ ციფრული დეტოქსის დროს თქვენი საჭიროებიდან გამომდინარე იმოქმედოთ და გაანალიზოთ თუ რატომ გსურთ ტექნოლოგიებისგან „დასვენება“. მიუხედავად იმისა, რომ ამის მზა რეცეპტი არ არსებობს, ქვემოთ წარმოდგენილია რამდენიმე რჩევა, რომელიც შესაძლოა თქვენთვის სასარგებლო იყოს:
საგულისხმოა, რომ ციფრული დეტოქსი არ ნიშნავს ტექნოლოგიებსა და სოციალურ ქსელებზე სამუდამოდ უარის თქმას, არამედ ბალანსის დაცვას იმისთვის, რომ ისინი ჩვენს სასარგებლოდ და არა საზიანოდ გამოვიყენოთ.
წყაროები:
-
https://www.everydayhealth.com/emotional-health/how-to-do-a-digital-detox-without-unplugging-completely/
-
https://toolkit.lifeline.org.au/articles/techniques/how-to-do-a-digital-detox
-
https://www.nuffieldhealth.com/article/how-a-digital-detox-can-help-you
-
https://www.health.com/mind-body/digital-detox
-
https://mastsavlebeli.ge/?p=29988