
კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მარიამ ბიბილაშვილმა, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) ბავშვთა ონლაინ უსაფრთხოების შესახებ საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო. შეხვედრის ფარგლებში, მან ბავშვთა ონლაინ დაცვის მიმართულებით, ComCom-ის მიერ განხორციელებული პროექტები წარადგინა.
კომუნიკაციების კომისიის მიზანია, საზოგადოებაში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლება და საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება, რათა ციფრულ ეპოქაში ადამიანებს, ინფორმირებული არჩევანის გაკეთება შეეძლოთ. “ჩვენი პროექტების მეშვეობით მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების უნარებს ვავითარებთ, რაც მათ ონლაინ სივრცეში უსაფრთხოდ ნავიგაციაში ეხმარებათ. ხოლო, მასწავლებლების რესურსებითა და კომპეტენციის ამაღლების უზრუნველყოფით, ხელს ვუწყობთ სასწავლო პროცესების ეფექტიანობას.”- განაცხადა ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელმა და აღნიშნა ისიც, რომ კომუნიკაციების კომისია ასევე აქტიურად განაგრძობს მშობლების ინტერნეტ საფრთხეების შესახებ ინფორმირებას, რათა მოზარდები შესაძლო ზიანისგან დაიცვან.
ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის მიერ მშობლებისა და პედაგოგებისთვის შემუშავდა ონლაინ უსაფრთხოების სახელმძღვანელო, რომელიც კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების ონლაინ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი.
მეტი ამ კატეგორიიდან

ComCom-მა სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტები მედიაწიგნიერებაში გადაამზადა
30 დღის წინ

ComCom-ის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“ სენაკში 400 ბენეფიციარი ჰყავს
32 დღის წინ

ComCom-მა მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების შესახებ მასწავლებელთა კონფერენცია გამართა
54 დღის წინ

215 მონაწილე და 3 გამარჯვებული - ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილი“ მეთორმეტედ ჩაატარა
61 დღის წინ