2025 წელს მედიაწიგნიერების საგანს საქართველოს 300-მდე სკოლა ასწავლის
17 ოქტ. 2025
194 ნახვა
მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირება
2025 წელს, იმ სკოლების რიცხვი, სადაც მედიაწიგნიერება ცალკე არჩევით საგნად ისწავლება, კვლავ მნიშვნელოვნად გაიზარდა და 293 შეადგინა. აღსანიშნავია ისიც, რომ 293 სკოლიდან 90%-ზე მეტს საქართველოს რეგიონების სკოლები წარმოადგენენ. ეს მნიშვნელოვანი შედეგები 2022 წელს კომუნიკაციების კომისიის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ძალისხმევით დაწყებული „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტის დამსახურებაა. პროექტის შედეგად, მედიაწიგნიერება ფორმალურ განათლებაში 2023 წელს ინტეგრირდა. იმავე წელს, საგანი საქართველოს ექვსმა სკოლამ აირჩია და სწავლება დაიწყო. მომდევნო წელს მედიაწიგნიერებას უკვე 227 სკოლა ასწავლიდა. 2025 წლიდან კი, ასეთი სკოლების რიცხვი 66-ით გაიზარდა და სულ 293 შეადგინა.
„მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტი X, XI და XII კლასის მოსწავლეებისთვის არჩევითი საგნის დამატებას და 1 სემესტრის განმავლობაში, მათთვის მედიაწიგნიერების, მედიისა და ინფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშავებისა და დეზინფორმაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
პროექტის საწყის ეტაპზე, სკოლებში ჩატარდა მედიაწიგნიერების საჭიროებების კვლევა, რომლის შედეგებზე დაყრდნობით შემუშავდა საგანმანათლებლო სტანდარტი, სასწავლო მოდული და სახელმძღვანელო. სპეციალურად შემუშავებული რესურსების გამოყენებით, მედიაწიგნიერების სწავლებაში ამ ეტაპისთვის 2600 მასწავლებელია გადამზადებული.
კომუნიკაციების კომისიისთვის, როგორც ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის, მედიაწიგნიერების საგნის სწავლებით სულ უფრო მეტი სკოლის დაინტერესება და ახალგაზრდების მედიაწიგნიერ მოქალაქეებად ჩამოყალიბება, ერთ-ერთი პრიორიტეტია.
მეტი ამ კატეგორიიდან

ComCom-მა მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების შესახებ მასწავლებელთა კონფერენცია გამართა
205 დღის წინ

ComCom-მა მედიაწიგნიერების სწავლებაში დამატებით 1100 მასწავლებელი გადაამზადა
394 დღის წინ

ComCom-მა მედიაწიგნიერების სწავლებით დაინტერესებული 200 მასწავლებელი გადაამზადა
413 დღის წინ

ComCom-მა მედიაწიგნიერების სწავლებაში დამატებით 280 მასწავლებელი გადაამზადა
426 დღის წინ



