ონლაინ აპლიკაციები
25 ოქტ. 2021
3557 ნახვა

დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რომელი აპლიკაციის ჩამოტვირთვა არის უფასო? რას ნიშნავს ფასიანი აპლიკაციები?

აპლიკაციების ჩამოტვირთვის მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ თქვენი „სმარტფონის“ ინდივიდუალურად, თქვენს ინტერესებზე მორგება. სხვადასხვა აპლიკაციას ერთმანეთისგან განსხვავებული ფუნქცია აქვს, - ზოგი უბრალოდ გასართობ თამაშებს გვთავაზობს, ზოგი კი სწორი კვების დაცვაზეა ორიენტირებული. აპლიკაციის მეშვეობით, თქვენ უკვე ვირტუალური ცხოველის შეძენაც კი შეგიძლიათ!

აპლიკაციების ჩამოტვირთვა „სმარტფონის“ ონლაინ მაღაზიიდან არის შესაძლებელი. მაგალითად, „ეფლის“ გამოყენებისას, - „ეფლის სთორიდან“, ხოლო ანდროიდის შემთხვევაში, -  „გუგლ ფლეიდან“! ზოგიერთი აპლიკაციის ჩამოტვირთვა უფასოა და ზოგიც კი ფასიანი.

რამდენად უსაფრთხოა აპლიკაციების ჩამოტვირთვა

- მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ზოგიერთი აპლიკაციის შინაარსი შესაძლოა შეუფერებელი იყოს თქვენი ასაკისთვის. აუცილებლად გადაამოწმეთ ასაკობრივი ნიშნული იქამდე, სანამ კონკრეტულ აპლიკაციას ჩამოტვირთავთ. აპლიკაციის დეველოპერებს აქვთ ვალდებულება, რომ ასაკობრივი ნიშნულები აუცილებლად მიუთითონ მათ აპლიკაციებზე. ასევე, თქვენ უნდა გადახედოთ სხვა მომხმარებლების შეფასებებს იმისთვის, რომ დაადგინოთ, რამდენად უსაფრთხოა კონკრეტული აპლიკაცია. თუ კიდევ გაქვთ კითხვები კონკრეტული აპლიკაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მაშინ ამასთან დაკავშირებით აუცილებლად ესაუბრეთ მშობელს, მასწავლებელს ან უფროსს, რომელსაც ენდობით.

- ზოგიერთი აპლიკაცია შესაძლოა შეიცავდეს ვირუსებს და ყველა სმარტფონი ვერ უმკლავდება „ბოროტ და დავირუსებულ აპლიკაციებს“. 

სმარტფონებს გააჩნიათ კომპიუტერის მსგავსი საოპერაციო სისტემა. მაგალითად, „ეფლი“ ამოწმებს ნებისმიერ აპლიკაციას, რომელიც მის „სთორშია“ ხელმისაწვდომი, ამ მხრივ „ეფლის სთორი“ საკმაოდ სანდოა, რადგანაც ხორციელდება ხარისხის კონტროლი.

რას ნიშნავს „in-app purchasing“?

მართალია, ბევრი აპლიკაცია უფასოა, თუმცა არსებობს ნაწილობრივ უფასო აპლიკაციებიც. მათ „in-app purchasingეწოდებათ. შესაძლოა თქვენ ჩამოტვირთოთ აპლიკაციით თამაში, გეგონოთ, რომ ის უფასოა, მაგრამ როდესაც მოინდომებთ თამაშის შემდეგ საფეხურზე გადასვლას, თქვენ ამას ვერ მოახერხებთ გარკვეული თანხის გადახდის გარეშე! თუ გაღელვებთ „in-app purchasing-ით გამოწვეული ხარჯები,  შეგიძლიათ სმარტფონებიდან გამორთოთ „in-app purchasing“ ტელეფონის პარამეტრების მორგებით. 

წყარო: Childnet International