არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ (CDD) პროექტ „კენწეროს“ შექმნის საჭიროება პანდემიის დაწყებასა და სასწავლო პროცესის ონლაინ სივრცეში გადასვლასთან ერთად გაჩნდა. შესაბამისად, "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" (CDD) ინიციატივით, დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და დიდი ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდის (GGF) ფინანსური მხარდაჭერით, შეიქმნა ელექტრონული სწავლების ქართულენოვანი პლატფორმა Kentsero.ge.
"კენწეროზე" სწავლა ყველასთვის ხელმისაწვდომი და სრულიად უფასოა. პლატფორმა სწავლის მაძიებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის კონტენტს საინტერესო და გასაგები ფორმატებით. სასწავლო კურსების დასრულების შემდეგ მსმენელები ონლაინ სერტიფიკატსაც იღებენ. „კენწეროს“ უნიკალურობის ერთ-ერთი მახასიათებელი არის მრავალფეროვნება. მრავალფეროვნება როგორც სასწავლო რესურსების მხრივ (სკოლები, სასწავლო კურსები, სახალისო ქვიზები, ბლოგები, ვიდეო-კონფერენციები) აგრეთვე, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ექსპერტების გამოცდილების გაზიარების მიმართულებით. გარდა ცოდნის მიღებისა მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ ონლაინ ვებინარებში, აწარმოონ ინტერაქცია სპიკერებთან და მიიღონ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები. კენწეროს აქტიურ მომხმარებლებს შორის არიან ასევე მასწავლებლები და სხვა დაინტერესებული პირები.
„კენწეროს“ ყველაზე ახალი სასწავლო კურსია „მედიაწიგნიერება“, რომელიც დაინტერესებულ პირებს ინტერნეტ და მედია სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასებაში, ფაქტებისა და ცრუ ინფორმაციების ერთმანეთისგან გარჩევასა და სიმართლის აღმოჩენაში ეხმარება.
მედიაწიგნიერების საგანმანათლებლო კურსის გასავლელად დარეგისტრირდით ბმულზე:
https://kentsero.ge/courses/mediacigniereba/lecture
მეტი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.