მედიის გასაღები ფინური ონლაინ სერვისის - MEDIA AVAIN მაგალითზე შექმნილი სარეიტინგო პლატფორმაა მშობლებისთვის, მასწავლებლებისა და მოზარდებისთვის, რომელიც ეხმარება ახალგაზრდა მაყურებლებსა და ზრდასრულებს, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით შეარჩიონ შესაბამისი მხატვრული ფილმი ან ანიმაცია და გაეცნონ ფილმის შესახებ ინფორმაციასა და საინტერესო ფაქტებს.
პროექტის მთავარი მიზანია მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარების ხელშეწყობა შემოქმედებითი გზით - ფილმების გააზრებული ანალიზისა და განხილვის საშუალებით.
პლატფორმა ხელს უწყობს ფილმებზე დაფუძნებული დისკუსიის წახალისებას, როგორც საგანმანათლებლო მეთოდი, რომელიც:
- ავითარებს მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნებისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარებს;
- უზრუნველყოფს მასწავლებლებისთვის უზრუნველყოფს სტრუქტურირებულ და მრავალფეროვან რესურსებს საგაკვეთილო პროცესში მედია და აუდიოვიზუალური წიგნიერების ინტეგრირებისთვის;
- საშუალებას აძლევს მშობლებს რომ გაზარდონ მათი ჩართულობა და ინფორმირებულობის ხარისხი მედიაწიგნიერების საკითხებზე.
დაინტერესებული მომხმარებელი შეძლებს გაეცნოს ფილმის შესახებ მოკლე ინფორმაციას, ფილმში წარმოდგენილ თემატიკებსა და დისკუსიის წახალისებისთვის საინტერესო კითხვებს.
ვებ-გვერდზე განთავსებულია, როგორც ქართული, ისე უცხოური ფილმების ჩამონათვალი და მათი განხილვა, რომელიც საინტერესოა არამხოლოდ ახალგაზრდა მაყურებლისთვის, არამედ ყველა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელთათვის. ასაკობრივი შეზღუდვები მოცემულია ფილმების კლასიფიკაციის ბრიტანული საბჭოს (BBFC) შეფასების სისტემაზე დაყრდნობით.
ფილმების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://mediatsigniereba.ge/mediisgasagebi
კომუნიკაციების კომისიამ შეიმუშავა „მედიის გასაღების“ გზამკვლევი მასწავლებლებისთვის, რომელიც დაეხმარება მასწავლებლებს ფილმების საგაკვეთილო პროცესში ინტეგრირებაში.



