დიდი ხანია, რაც ტექნოლოგიები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრე- ბის და რეალობის ნაწილად იქცა. შეუზღუდავმა წვდომამ გლობალურ ქსელზე და უზარმაზარმა ინფორმაციამ კაცობრიობას ახალი გამოწვევები მოუტანა. გასაკვირი აღარაა, რომ ციფრულ ეპოქაში ბავშვების აღზრდა გაძნელდა, რადგან დღევანდელი მშობლების თაობა სულ სხვა ტექნოლოგიურ ეპოქაში გავიზარდეთ: ინტერნეტის, სოციალური მედი- ისა და ონლაინთამაშების გარეშე. ჩვენს ბავშვობაში არ არსებობდა სუ- იციდური ონლაინგამოწვევები, კიბერბულინგი და სხვა საფრთხეები, რომლებიც მსოფლიო ქსელმა შემოიტანა ჩვენი შვილების ცხოვრებაში.
ტექნოლოგიურმა ეპოქამ ბავშვების უსაფრთხოებას სრულიად ახა- ლი განზომილება შესძინა, მაგრამ სათანადო ცოდნისა და შესაბამისი ცნობიერების საშუალებით ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი შვილები როგორც ვირტუალურ, ისე რეალურ ცხოვრებაში. ციფრული ცნობიერება შედარებით ახალი ტერმინია, რომელიც მშობლებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენი შვილების დაცვა ციფრულ გარემოში რთულია - მათ ადრეულ ასაკში უწევთ ტექნოლოგიებთან გამკლავება. ციფრული ცნობიერება იქცა გამოწვევად, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენი შვილების ყოფით ცხოვრებაზე. მეტიც, COVID 19-ის პანდემიამ გა- მოიწვია ინტერნეტის მოხმარების კოლოსალური ზრდა იმ ფონზე, რო- დესაც მოსწავლეების დიდ ნაწილს ონლაინრეჟიმში მოუწია სწავლისა და კომუნიკაციის გაგრძელება.
ონლაინსაფრთხეების მზარდი ტენდენციის საფუძველზე ჩვენ გთავაზობთ გზამკვლევს მშობლებისათვის, მეურვეებისათვის, აღმზრდელებისა და ოჯახის წევრებისათვის, რათა თქვენ შეძლოთ თქვენი შვილებისა და აღსაზრდელების უსაფრთხო ციფრული ცხოვრების უზრუნველყოფა.
ამ გზამკვლევის მეშვეობით თქვენ შეისწავლით, თუ როგორ უნდა დანერგოთ უსაფრთხო ციფრული გარემო თქვენი ოჯახის ყველაზე ახალგაზრდა წევრებისთვის და გახდეთ ნამდვილი ციფრული მშობლები სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიების რთულ სამყაროში, რომელიც შედგება კომპიუტერების, ლეპტოპების, სმარტფონების, ტაბლეტების და ღრუბლოვანი სისტემების დაუსრულებელი ჩამონათვალისგან.
მშობელთა გზამკვლევი ციფრულ სამყაროში