რა ასაკიდან უნდა დავიწყო სოციალური მედიის გამოყენება?
10 აგვ. 2022
2149 ნახვა

სოციალური მედია არის ონლაინ აპლიკაციები და ვებ გვერდები, რომლებიც გამოიყენება მეგობრებთან, ან სხვა ადამიანებთან კომუნიკაციისთვის. სოციალური მედიის გამოყენებით შეგიძლიათ გააზიაროთ ფოტოები, ვიდეოები ან პოსტები და მიიღოთ უკუკავშირი სხვა ადამიანებისგან. ასევე, შეგიძლიათ კომენტარი გაუკეთოთ ან მოიწონოთ მათ მიერ გამოგზავნილი, ან გამოქვეყნებულ ინფორმაცია, ფოტო ან ვიდეო. სოციაური მედია გაძლევთ შესაძლებლობას იკონტაქტოთ ნებისმიერი ასაკის ადამიანთან. 

არსებობს სოციალური მედიის სერვისების გამოყენების სპეციალური წესები და პირობები, რომლებზეც დათანხმება აუცილებელია რეგისტრაციისას.

სოციალური მედიის თითქმის ყველა სერვისს აქვს წესი იმის შესახებ, თუ რამდენი წლის უნდა იყოს მისი მომხმარებელი. ბევრი მათგანისთვის მინიმალური ასაკი არის 13 წელი, თუმცა ზოგიერთი სოციალური მედია უფრო მაღალ ასაკამდეა შეზღუდული. 

რატომ აქვს სოციალურ მედიას ასაკობრივი შეზღუდვა?

სოციალური მედიის სერვისების ასაკობრივი შეზღუდვა კანონით არის დადგენილი, რომლებიც დაწესებულია იმ ორგანიზაციისთვის, რომელიც ქმნის და მართავს ვებ-გვერდებს და სოციალური მედიის აპლიკაციებს.

ნებისმიერ სოციალურ მედიაზე დარეგისტრირებისას თქვენ უზიარებთ პირად ინფორმაციას იმ ორგანიზაციას, რომელიც ფლობს ამ სერვისს. მაგრამ კანონი ამბობს, რომ ამ კომპანიებს არ აქვთ უფლება ჰქონდეთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია თქვენი მშობლის ან მზრუნველის ნებართვის გარეშე. სოციალური მედიის სერვისების უმეტესობას არ სურს მიიღოს ნებართვა თქვენი მშობლებისგან და აღმზრდელებისგან, რადგან ეს მათთვის დამატებითი სამუშაოა, სწორედ ამიტომ იყენებენ ასაკობრივ შეზღუდვას.

რა უნდა გავაკეთო თუ უკვე დარეგისტრირებული ვარ სოციალურ მედიაზე?

თქვენ არ დაარღვიეთ კანონი, მაგრამ შეიძლება დაარღვიეთ წესები და პირობები. ეს ნიშნავს, რომ თუ სოციალური მედიის სერვისი აღმოაჩენს, რომ თქვენ ძალიან პატარა ხართ მათი აპლიკაციის ან ვებ-გვერდის გამოსაყენებლად, შესაძლოა წაშალოს თქვენი ანგარიში ან დაბლოკოს თქვენი ელფოსტის მისამართი, რათა ვერ შეძლოთ სხვა ანგარიშის შექმნა იმავე მეილის მისამართით.  

ჩვენი რჩევაა, დაელოდოთ სოციალური მედიის მიერ განსაზღვრულ ასაკს და შემდეგ გამოიყენოთ ნებისმიერი ონლაინ სერვისი. ეს იმიტომ, რომ ჩვენ არ გვინდა:

- მოიტყუოთ თქვენი ასაკის შესახებ, რათა მიიღოთ სოციალურ მედიაზე წვდომის უფლება;

- თქვენ შეიძლება შეგხვდე საშიში ან შემაშფოთებელ ინფორმაცია, ფოტო ან ვიდეო, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ თქვენზე უფროსებისთვის;

- სხვა ადამიანები ან ორგანიზაციები ჩათვლიან, რომ უფრო უფროსი ხართ ვიდრე რეალურად ხართ;  

რჩევები:

ესაუბრეთ ზრდასრულ ადამიანს, რომელსაც ენდობით, სანამ დაიწყებთ სოციალური მედიის გამოყენებას, ან თუ უკვე იყენებთ მას შეატყობინეთ ამის შესახებ. მშობელი დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ მზად ხართ თუ არა, სოციალური მედიის გამოსაყენებლად. თუ ამ გადაწყვეტილებას ერთობლივად მიიღებთ, ისინი ასევე დაგეხმარებიან უსაფრთხოდ იყოთ და სწორად გამოიყენოთ კონფიდენციალურობის პარამეტრები, იმისთვის, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაცია არ იყოს ხელმისაწვდომი უცხო ადამიანებისთვის. 

წყარო: https://www.childnet.com/help-and-advice/how-old-do-i-need-to-be-to-use-social-media/