ციფრულ სტრესთან გამკლავება
25 ოქტ. 2021
2187 ნახვა

ძალიან რთულია ციფრულ სამყაროში გაუმკლავდე სტრესს, რომელსაც სოციალური ქსელებისა და ინტერნეტის მუდმივი გამოყენება განაპირობებს. თითოეულ ჩვენგანს აუცილებლად სჭირდება დასვენება და განტვირთვა. არსებობს ციფრულ სტრესთან გამკლავებისძირითადი გზა:

 პირველი უკავშირდება დროის მენეჯმენტს, - თუ კარგად ანაწილებთ დროს, თქვენი ონლაინ ცხოვრება ხელს არ შეუშლის სხვა საქმიანობებს. მეორე გზაა თქვენი ჩვევებისა და დამოკიდებულებების ცვლილება, რათა თქვენი ციფრული ცხოვრება გახდეს ნაკლებად სტრესული. და ბოლოს აუცილებელია, რომ გქონდეთ დრო დასვენებისა და განტვირთვის, რათა მუდმივად სტრესის ქვეშ არ იმყოფებოდეთ.

დროის მენეჯმენტი

  • შეუძლებელია ყველაფრის ერთდროულად მოსწრება და გაკეთება, ამიტომ იფიქრეთ თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი (სკოლა? სამსახური? ოჯახი? ჰობი?) და პირველ რიგში, გააკეთეთ ის, რაც თქვენთვის პრიორიტეტულია.  დარწმუნდით, რომ პრიორიტეტები სწორად გაქვთ განსაზღვრული.
  •  
  • შეადგინეთ თქვენი გასაკეთებელი საქმეების სია და მიჰყევით მას. თვალყური ადევნეთ პროგრესს და გამოყავით პრიორიტეტები. 
  • თქვენი ციფრული მოწყობილებები დროის მენეჯმენტისთვის გამოიყენეთ. მაგალითად, კალენდარის ფუნქციის მქონე აპლიკაციები შეგახსენებთ თქვენი გასაკეთებელი საქმეების შესახებ.
  • წინასწარ განსაზღვრეთ დრო, თუ როდის და რა დროის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ სოციალური ქსელი. გააკეთეს ეს კონკრეტულ დროს (მაგალითად, მგზავრობისას ან კონკრეტული საქმიანობის დასრულების შემდგომ); თუ გიჭირთ, თავიდანვე დიდი დროის განმავლობაში არ შეხვიდეთ სოციალურ ქსელში, თავიდან შეამოწმეთ ხშირად და შემდგომ, ნელ-ნელა შეამცირეთ მისი გამოყენების სიხშირე.

დამოკიდებულებებისა და ჩვევების შეცვლა

  • არ შეადაროთ თქვენი თავი იმ ადამიანებს, რომელსაც ხედავთ ონლაინმათ შორის, თქვენს მეგობრებსაც. გახსოვდეთ, რომ ეს ადამიანები მხოლოდ მათ კარგ ამბებს და საუკეთესო სურათებს პოსტავენ. ბევრი ადამიანი ამუშავებს ფოტოებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება კარგად გამოიყურებოდნენ.
  • დატკბით იმით, სადაც ხართ. მიიღეთ სიამოვნება იმ სიტუაციიდან, რომელშიც იმყოფებით და არ იფიქროთ სხვების აზრსა და ფოტოების გადაღებაზე.
  • შეეგუეთ, რომ ყველგან ვერ იქნებით, ვირტუალურადაც კი. ყველაფრის საქმის კურსში ყოფნა ძალიან სტრესულია, დაიმახსოვრეთ, რომ არ არის აუცილებელი მაშინვე უპასუხოთ ყველა შეტყობინებას
  • არ მიიტანოთ ყველაფერი გულთან ახლოს. ხალხი და თქვენი მეგობრები არ დებენ პოსტებს იმისთვის, რომ თქვენში გამოიწვიონ შური. მათ მხოლოდ საკუთარი თავისა და ცხოვრების უკეთ წარმოჩენა სურთ.
  • იყავით გულწრფელი. შეიძლება ფიქრობთ, რომ ხალხი თქვენგან მხოლოდ პოზიტიური ამბების გაზიარებას ელის, მაგრამ კვლევებმა აჩვენეს, რომ ადამიანები უფრო ბედნიერები არიან და იღებენ მეტ ემოციურ მხარდაჭერას, როდესაც ისინიც გულწრფელ ინფორმაციას აზიარებენ ონლაინ.

  დასვენებისა და განტვირთვისთვის დროის გამოყოფა

  • გამორთეთ შეტყობინებები აპლიკაციების სეინგებიდან. გაუთიშეთ ტელეფონს ხმა, როდესაც მას არ იყნებთ და სხვა საქმეზე ხართ კონცენტრირებული. თქვენ ვერ დაისვენებთ და ვერ კონცენტრირდებით საქმეზე სათანადოდ, თუ თქვენი ტელეფონი მუდმივად გამოსცემს შეტყობინების ხმებს, ან ვიბრირებს. მითუმეტეს, თუ მუდმივად ამოწმებთ შემოსულ შეტყობინებებს.
  • მეგობრებთან ერთად ითამაშეთმობილურების გარეშეთამაში. როდესაც ყველანი ერთად ხართ, მოათავსეთ ტელეფონები ერთად და ვინც ყველაზე დიდი დროის განმავლობაში შეძლებს, რომ არ აიღოს თავისი ტელეფონი, ის მოიგებს.
  • დაძინებისას გამოდით ყველა თქვენი სოციალური ქსელიდან და საერთოდ გამორთეთ ტელეფონი. არ შეიტანოთ ტელეფონი საძინებელში და გამოიყენეთ ტრადიციული მაღვიძარა. ეს არამხოლოდ დაგეხმარებათ კარგად გამოძინებასა და დასვენებაში, არამედ ამცირებს ძილ-ბურანში მიწერილი უაზრო, ან უხერხული შეტყობინებების რისკს.
  • გამოყავით დრო ისეთი საქმიანობისთვის, რომელიც არ მოიცავს სკოლას, სამსახურსა და ინტერნეტს. კვლევებმა აჩვენა, რომ თუნდაც მხოლოდ 10  წუთით ერთი საქმიანობით დაკავება (მაგალითად, სეირნობა, ვარჯიში, მეგობრებთან ერთად დროის გატარება) ამცირებს სტრესს.
  • ხანდახან აიღეთ სოციალური ქსელებიდან და ციფრული მოწყობილობებიდან შვებულება. თუ თქვენთვის ეს ძალიან რთულია, მაშინ დაიწყეთ თვეში ერთი დღით ან უფრო მცირედი დროით, მაგალითად, ძილის წინ ერთი საათით და ეცადეთ, ეტაპობრივად გაზარდოთ დრო კვირაში ერთ დღემდე ან უფრო მეტად.

წყარო: Canada’s Centre for Digital and Media Literacy. Dealing with digital stress — TELUS Wise (mediasmarts.ca)