კომუნიკაციების კომისიის პროექტმა „მედიაწიგნიერების ოლიმპიადა“ ევროპულ ფესტივალზე - „Voices - European Festival of Journalism and Media Freedom“ მედიაწიგნიერების კატეგორიაში გაიმარჯვა. კომუნიკაციების კომისია გახდა პირველი მარეგულირებელი ორგანიზაცია, რომელმაც „Voices Awards“-ზე ამ კატეგორიაში გაიმარჯვა, ხოლო საქართველო - პირველი ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა, რომელმაც ეს წარმატება მოიპოვა. წინა წლებში მედიაწიგნიერების კატეგორიის გამარჯვებულები იყვნენ ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ჩეხეთი, იტალია, შვედეთი, ესტონეთი, ბელგია და ავსტრია.
ფესტივალი ჟურნალისტიკის, მედიის თავისუფლებისა და მედიაწიგნიერების საუკეთესო საერთაშორისო პროექტებისა თუ ინიციატივების გამოვლენას ისახავს მიზნად.
„Voices Awards“-ის მედიაწიგნიერების კატეგორია აერთიანებს ინიციატივებსა და პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობენ კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ჯანსაღ საინფორმაციო ეკოსისტემას და მედიაწიგნიერების თვალსაზრისით მოქალაქეების ჩართულობასა და ცნობიერების ამაღლებას სწრაფად ცვალებად მედიასივრცეში. აღნიშნულ კატეგორიაში პროექტები ფასდებოდა რელევანტურობის, გავლენის მასშტაბურობის, ეფექტიანობის, ინოვაციურობის, მდგრადობის, ეთიკური სტანდარტებისა და საზოგადოებრივი ინტერესის კრიტერიუმებით.
ჟიური შედგებოდა ევროპის წამყვანი ორგანიზაციების ხელმძღვანელებისა და ექსპერტებისგან, რაც გამარჯვებულ პროექტს საერთაშორისო აღიარებას ანიჭებს.




მეტი ამ კატეგორიიდან

მედიაწიგნიერების ოლიმპიადის 10 საუკეთესო და გამარჯვებული ნამუშევრები
143 დღის წინ

ComCom-მა „მედიაწიგნიერების ოლიმპიადაში“ გამარჯვებული სკოლები მედიალაბორატორიით დააჯილდოვა
143 დღის წინ

სკოლებისთვის „მედიაწიგნიერების ოლიმპიადა“ მეორედ გამოცხადდა
215 დღის წინ

ComCom-მა „მედიაწიგნიერების ოლიმპიადაში“ გამარჯვებულ ქუთაისის 45-ე სკოლას მედიალაბორატორია მოუწყო
437 დღის წინ