ComCom-ი მედიაწიგნიერების მიმართულებით სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას აღრმავებს
28 მაი. 2024
1312 ნახვა
მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირება
მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით, კომუნიკაციების კომისიასა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც ხელი ComCom-ის წევრმა ნათია კუკულაძემ და უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ მოაწერეს. თანამშრომლობის ფარგლებში, მედიაწიგნიერების მიმართულებით ერთობლივი პროექტები განხორციელდება, ჩატარდება ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მასტერკლასები, დაგეგმილია თემატური და სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზება. მედიაწიგნიერების უმაღლეს განათლებაში ინტეგრირებისთვის, კომუნიკაციების კომისია უნივერსიტეტს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის მედიაწიგნიერების მიმართულებით სასწავლო მასალებს, სილაბუსსა და საგანმანათლებლო რესურსებს გაუზიარებს.
თანამშრომლობის ფარგლებში, ჩატარდა პირველი საჯარო ლექცია - „მედიაწიგნიერების განვითარება საქართველოში,“ რომლის ფარგლებშიც სტუდენტებმა ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით კომუნიკაციების კომისიის საქმიანობისა და პროექტების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა თანამედროვე, ციფრული გამოწვევების ეპოქაში მედიაწიგნიერების როლი და მნიშვნელობა, ყალბი ამბების, დეზინფორმაციისა და მისინფორმაციის აღმოჩენის ხერხები და სხვა. ამასთან, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ლექტორებთან ერთად მსჯელობა გაიმართა იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში.
მეტი ამ კატეგორიიდან

2025 წელს მედიაწიგნიერების საგანს საქართველოს 300-მდე სკოლა ასწავლის
36 დღის წინ

ComCom-მა მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების შესახებ მასწავლებელთა კონფერენცია გამართა
193 დღის წინ

ComCom-მა მედიაწიგნიერების სწავლებაში დამატებით 1100 მასწავლებელი გადაამზადა
382 დღის წინ

ComCom-მა მედიაწიგნიერების სწავლებით დაინტერესებული 200 მასწავლებელი გადაამზადა
401 დღის წინ



