ასწავლეთ თქვენს შვილებს, როგორ ახდენს რეკლამები მათზე გავლენას
დაეხმარეთ ბავშვებს გააცნობიერონ, რომ რეკლამის მთავარი მიზანია მაყურებელს აყიდინოს ესა თუ ის ნივთი — ხშირად ისეთი, რომელიც არ სჭირდება და არც კი იცოდა, რომ უნდოდა, სანამ რეკლამას ნახავდა.
აუხსენით, რომ რეკლამა არის ერთ-ერთი უდიდესი ბიზნესი მსოფლიოში.
ესაუბრეთ, იმ სტრატეგიების შესახებ, რომლებსაც მარკეტერები იყენებენ ახალგაზრდების დასაინტერესებლად.
ხაზი გაუსვით, რისი უფლება არ აქვთ საბავშვო რეკლამის შემქმნელებს. გადაამოწმეთ იცავენ თუ არა ისინი წესებს.
დაიწყეთ მედიაწიგნიერების კითხვების ინტეგრირება ბავშვებთან რეკლამის შესახებ საუბრისას.
აუხსენით შვილებს, რომ ბრენდირებული პერსონაჟები ერთგვარი რეკლამაა მაშინაც კი, თუ ისინი არ გადმოსცემენ კონკრეტულ სარეკლამო შეტყობინებას.
დაეხმარეთ, შვილებს ამოიცნონ კომერციული ონლაინ გარემო და გამოკვეთონ ის მეთოდები, რომლებსაც მარკეტერები იყენებენ ბრენდის მიმართ ლოიალობის გასამყარებლად.
განსაზღვრეთ, რატომ ანიჭებს თქვენი შვილი რაიმეს „cool” განმარტებას
დაუსვით მათ შემდეგი კითხვები:
ოდესმე გიგრძვნია თავი ცუდად, როდესაც რამე კონკრეტული პროდუქტი გინდა და არ გაქვს?
რეკლამამ გაგრძნობინა, რომ უფრო მეტად მოგეწონება საკუთარი თავი, ან სხვებს უფრო მოეწონები, თუ გექნება ისეთი პროდუქტი, რომელსაც არეკლამებენ?
ოდესმე გიგრძვნია, რომ ადამიანებს უფრო მეტად მოეწონებოდი, თუ შენი სახე, სხეული, კანი ან თმა სხვანაირი იქნებოდა კონკრეტული პროდუქტის გამოყენების შედეგად, რომელსაც რეკლამის მეშვეობით ყიდიან?
წაახალისეთ პასუხისმგებლიანი მომხმარებლის ჩვევები
წაახალისეთ თქვენი ბავშვები, დაუპირისპირდნენ რეკლამის შემქმნელების პოზიციებს პროდუქტების შესახებ. დამოუკიდებლად გააკეთეთ პროდუქტის შეფასების „ბრმა ტესტები“ - შეიძინეთ პროდუქტი და შეადარეთ რამდენად შეესაბამება რეკლამაში მოცემულ მახასიათებლებს.
წაახალისეთ თქვენი ოჯახი, უყურონ არაკომერციულ ტელევიზია
მცირეწლოვანმა ბავშვებმა ძირითადად უმჯობესია უყურონ არაკომერციულ არხებს.
კომერციული არხების ყურებისას, ეცადეთ გადაახვიოთ რეკლამები.
აუხსენით ბავშვებს მასობრივი „კონსუმერიზმის“ გავლენა პლანეტაზე და საზოგადოებაზე
ისაუბრეთ იმაზე, თუ რა უარყოფით გავლენას ახდენს პლანეტაზე მასობრივი მოხმარება, თუ როგორ ნაწილდება დედამიწის რესურსები არათანაბრად მსოფლიოს მოსახლეობაში.
ნაგავში გადაყრის მაგივრად, გააჩუქეთ ან სიმბოლურ ფასად გაყიდეთ თქვენთვის გამოუსადეგარი ნივთები, რათა ისინი სხვებმა გამოიყენონ და არ აღმოჩნდნენ ნაგავსაყრელზე.
გაეცანით და ჩაერთეთ გარემოსდაცვით აქტივობებში და შეძლებისდაგვარად შეიტანეთ თქვენი წვლილი.
სახლში აღნიშნეთ „არაფრის ყიდვის დღე“. ამ დღეს ისაუბრეთ იმაზე თუ, რატომ ყიდულობთ ხშირად ისეთ ნივთებს, რომლებიც არ გჭირდებათ და როგორ შეიძლება გახდეთ უფრო პასუხისმგებლიანი მომხმარებლები და უკეთესი შემნახველები. შეგიძლიათ თქვენს შვილებს შეავსებინოთ მომხმარებლის დღიური, რათა დაეხმაროთ მათ დაფიქრდნენ სამომხმარებლო ჩვევების შესახებ.
წაახალისეთ არაკომერციული ღირებულებები თქვენს შვილებში
შეეცადეთ, თქვენს შვილებს მეტი დრო დაუთმოთ და არა ფინანსები. ის, რაც ბავშვებს ნამდვილად სურთ და სჭირდებათ, არის დრო მშობლებთან და არა მეტი სამომხმარებლო ნივთი
აუხსენით, რომ არიან ბავშვები, თუნდაც თქვენს საზოგადოებაში, რომლებსაც ბევრი სათამაშო არ აქვთ. აჩუქეთ თქვენი ძველი სათამაშოები ადგილობრივ ბავშვთა სახლს, ან გაჭირვებულ მეზობელ ბავშვებს, რომლებსაც გამოყენებული სათამაშოს ქონაც კი ძალიან გაახარებთ.
ასწავლეთ პასუხისმგებლიანი „შოპინგი“
აუხსენით ბავშვებს, რომ „შოპინგი“ არ უნდა განიხილებოდეს, როგორც ჰობი ან გართობა. ეს არის ის, რასაც ვაკეთებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც რაიმე პროდუქტის ყიდვა გვჭირდება.
ჩართეთ თქვენი შვილები სხვა აქტივობებში, რათა მათ ნაკლები დრო ჰქონდეთ სავაჭრო ცენტრში სასიარულოდ.
რეკლამის პოზიტიური მაგალითების პოპულარიზაცია
ესაუბრეთ შვილებს მოდის ან საკვების რეკლამების შესახებ, რომლებიც ამბობენ, რომ ხელს უწყობენ სხეულის გაუმჯობესებას, რაც შესაძლოა მხოლოდ მარკეტინგული მოწოდება აღმოჩნდეს და არ შეესაბამებოდეს სიმართლეს.
წყარო: https://mediasmarts.ca/tipsheet/dealing-marketing-what-parents-can-do