ფოტოებისა და პერსონალური ინფორმაციის გაზიარება
25 ოქტ. 2021
2589 ნახვა

პერსონალური ინფორმაცია ისევე მნიშვნელოვანი და მოსაფრთხილებელია, როგორც შენი სახლის გასაღები!

როდესაც ონლაინში ხარ, ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა: სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, საკონტაქტო ინფორმაცია და საცხოვრებლის მისამართი არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც შენი სახლის გასაღები. ასე რომ, გაუფრთხილდი მას!

გახსოვდეს:

როდესაც რამეს გააზიარებ ონლაინში, რთულია ის წაშალო. ინფორმაცია შეიძლება ვინმემ გადააზიაროს ან დააკოპიროს.

ყოველთვის ითხოვე გადაზიარების ნებართვა!

თუ დარწმუნებული არ ხარ არ გააზიარო

უამრავი ინფორმაცია არსებობს, რომლის გაზიარებაც შეგიძლია ონლაინში, თუმცა შენ შენი პირადი ინფორმაცია უნდა დაიცვა. თუ, შენ დარწმუნებული არ ხარ, რომ გინდა რამის გაზიარება ჯობის არ გააზიარო.

რატომ უნდა ვიყო ფრთხილად?

იმის შემდეგ რაც რაიმეს გააზიარებ, ძალიან რთულია ეს უკან დააბრუნო, ამიტომ წინასწარ კარგად უნდა დაფიქრდე თუ რისი გაზიარება გინდა.

ისე ხომ არ გამოდის, რომ შენ აპირებ ისეთი ინფორმაციის, ფოტოს ან ვიდეოს გაზიარებას, რომელმაც შესაძლოა სხვა ადამიანებს გული ატკინოს?

დავიცვათ ჩვენი პერსონალური ინფორმაცია

პერსონალური ინფორმაცია ისეთივე ძვირფასია, როგორც შენი სახლის გასაღები.

შემთხვევითაც, რომ მისცე ეს სახლის გასაღები არასწორ ადამიანს, ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ უცხო ადამიანს უშვებ სახლში, თან ისე, რომ თვითონაც არ იცი ამის შესახებ.

თუ, ვინმე შეძლებს შენს შესახებ ბევრი ინფორმაციის შეგროვებას, მან შეიძლება თქვენი პიროვნება მოიპაროს და წარმოაჩინოს მისი თავი თქვენი სახელით.  გაიგოს სად ცხოვრობ, ან გამოიყენოს შენი პერსონალური ინფორმაცია თავისთვის რაიმეს საყიდლად.

შენი პერსონალური ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს შენს:

-   სახელს და გვარს

-   მისამართს

-   მობილურის ნომერს

-   სკოლას ან სკოლის ფორმას

-   დაბადების თარიღს

-   ელექტრონულ ფოსტას 

-   პაროლს და სახელს რომელიმე შენი ონლაინ პლათფორმის, თამაშის, ან ფოსტის

-   მშობლის ან აღმზრდელის საბანკო ანგარიშის ან ბარათის მონაცემებს

-  ფოტოებს, რომლებიც ააშკარავებს შენს საცხოვრებელ ადგილს, ან სკოლის ფორმას, სადაც შენი სკოლის სახელი წერია.

როგორ შეიძლება დავიცვა ჩემი პერსონალური ინფორმაცია

1. თავი აარიდე სრული სახელის და გვარის გამჟღავნებას ონლაინში - აარჩიე ისეთი ონლაინ სახელი, რომელიც არ მოიცავს შენს სახელს ან გვარს ან გამოიყენე ზედმეტსახელი/გამოგონილი სახელი.

2. არ მოიტყუო ასაკი - ბევრ სოციალური მედიის აპლიკაციას აქვს 13 წლიანი ასაკობრივი შეზღუდვა. ეს იმიტომ არის, რომ შესაძლოა იქ არსებული ინფორმაცია საფრთხეს უქმნიდეს ბავშვებს.

3. მხოლოდ იმ ადამიანებს დაუმეგობრდი ონლაინში ვისაც იცნობ - თუ მიიღებ დამეგობრების შემოთავაზებას უცხო ადამიანისგან, ჯობს, რომ წაშალო ის.

4. არ გაამჟღავნო შენი ფოსტა და მობილურის ნომერი - შენი ფოსტა შესაძლოა ამჟღავნებდეს შენს სახელს და გვარს. არ გჭირდება მიიღო არასასურველი ტექსტური შეტყობინებები ან ზარები ტელეფონის ნომერზე.

5. ონლაინ ფორმებში ნუ შეავსებ ყველა ველს - თუ ონლაინში სადმე დარეგისტრირდები, მაგალითად: შეჯიბრებაზე ან ტესტირებაზე, შეავსე მხოლოდ ის ველები, რომლებიცფიფქითარის აღნიშნული (აი ეს სიმბოლო *).

რჩევები ფოტოების და ვიდეოების გაზიარებისას

1. კითხე სანამ გააზიარებ - თუ გადაიღებ ფოტოს სხვასთან ერთად, კითხე თუ თანახმაა, რომ გააზიარო ეს ფოტო. თუ უარს იტყვის უნდა გაითვალისწინო მისი აზრი.

2. კარგად დაფიქრდი სანამ გააზიარებ ფოტოს ან ვიდეოს - როცა რამეს გააზიარებ, შემდეგ ძალიან რთულია ის უკან დააბრუნო. ის შეიძლება გადააკოპიროს, ან გააზიაროს სხვამ.

3. არასოდეს გააზიარო ისეთი რამ, რაც არ მოგინდება, რომ 5 წელიწადში ნახონ ადამიანებმა - ის ვიდეო სადაც შენ გიჟურად მღერი და ცეკვავ შესაძლოა დღეს ძალიან მოგწონს, თუმცა 5 წლის შემდეგაც ასევე მოგეწონება?

4. შეამოწმე რას აზიარებ - კარგად შეამოწმე ფოტო ან ვიდეო, რათა დარწმუნდე, რომ არსად ჩანს შენი საცხოვრებელი ადგილი ან სკოლის სახელი. სადმე ხომ არ ჩანს შენი სახლის ქუჩის დასახელება ან ნომერი? სკოლის ფორმა ხომ არ გაცვია?

5. წაშალე - თუ შენ გააზიარე ისეთი ფოტო ან ვიდეო, რომელზეც ვინმემ გთხოვა, რომ წაშალო, ის აუცილებლად წაშალე!

6. არ გააზიარო ან გააგზავნო რაიმე სასირცხვილო - თუ ვინმე გამოგიგზავნის რაიმე სასირცხვილო ფოტოს ან ვიდეოს, არ გადააგზავნო ვინმესთან, ან არ გაუზიარო სხვა ბავშვებს.