ყალბი ამბების უარყოფითი ზეგავლენა და მისი შედეგები
25 ოქტ. 2021
2730 ნახვა

ყალბი ინფორმაცია ვრცელდება ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, მისი მიზანია შეგვაცვლევინოს დამოკიდებულებები ანდა ქცევა. ყალბმა ინფორმაციამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ადამიანისა თუ კომპანიის საქმიანობაზე.

 

მაგალითისთვის განვიხილოთ შემდეგი შემთხვევა:

 

2014 წლის, 29 ივლისიდან ამერიკაში გავრცელდა ჭორი Coca-Cola-ის ბოთლების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი იმ ბოთლების შესახებ, რომელსაც აწერია სახელი „Micheal“.  Empire News-მა გაავრცელა ინფორმაცია Coca-Cola-ის ქარხნის თანამშრომელ ქალზე, რომელიც გახდა მისი უფროსის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ძალადობის მსხვერპლმა, შურისძიების მიზნით, მისი უფროსის სახელის მქონე, Coca-Cola-ის ბოთლებში დაიწყო მცენარეული ნიადაგის ჩაყრა. უფროსის სახელი კი ზუსტად “Michael” იყო.  შესაბამისად, მყიდველები უკან აბრუნებდნენ Coca-Cola-ის ბოთლებს, რომელსაც ეწერა „Michael“, იმ მიზეზით, რომ მას უცნაური გემო ჰქონდა.

 

საბერდნიეროდ ეს ისტორია აღმოჩნდა ყალბი, თუმცა ისტორია მალევე გახდა პოპულარული და გავრცელდა მსოფლიო მასშტაბით სოციალური ქსელების მეშვეობით, მათ შორის გაშუქდა რამდენიმე საინფორმაციო გადაცემაში, რადგან ჟურნალისტებმა წინასწარ არ გადაამოწმეს ისტორიის სისწორე. ამ ყალბი ამბის გავრცელებას მარტივად ავარიდებდით თავს, თუ შევამოწმებდით ყველა ფაქტს და დავრწმუნდებოდით იმაში, რომ ის წყარო, რომლიდანაც ვიღებთ ინფორმაციას არის სანდო.