“ვადაგასული” კონტენტი
12 მაი. 2022
1840 ნახვა

ვადაგასული” კონტენტი არის ისეთი ინფორმაცია, რომელიც ქრება მისი ნახვის ან გარკვეული დროის შემდეგ.  ბევრი სხვადასხვა აპლიკაცია გთავაზობთ ვადაგასული” კონტენტის განთავსების შესაძლებლობას, მათ შორის Snapchat, WhatsApp და Instagram.

რა სახის “ვადაგასული” კონტენტი არსებობს?

არსებობს სხვადასხვა ტიპის “ვადაგასული” კონტენტი. ეს მოიცავს „სთორებს“, პირად შეტყობინებებს / DM-ებს, ფოტოებს, მიმებს, ვიდეოებს, კითხვებსა და გამოკითხვებს, სტატუსებსა და პირდაპირ „სტრიმინგს“.

რატომ აზიარებენ ადამიანები ასეთი სახის კონტენტს?

ახალგაზრდების თქმით, “ვადაგასული” კონტენტის შექმნა არის სახალისო, მარტივი და საინტერესოა. ასევე, ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ გააზიარონ ისეთი კონტენტი, რომელიც არ სურთ მუდმივად ჩანდეს მათ პროფილზე. ზოგჯერ, ადამიანები ვადაგასულ კონტენტს იმ შემთხვევაშიც აზიარებენ, როდესაც კადრში ჩანს პირადი ინფორმაცია ან პირადი ნივთები და არ უნდათ, რომ ეს სხვებისთვის ხანგრძლივი დროით იყოს ხელმისაწვდომი. თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, მიუხედავად იმისა, რომ “ვადაგასული” კონტენტი განსაზღვრული დროის შემდეგ ქრება, მაინც არსებობს შესაძლებლობა, რომ ის ვინმემ გადაიღოს და გაავრცელოს, ამიტომ ამ შემთხვევაშიც საჭიროა დავიცვათ უსაფრთხოების წესები. 

თუ “ვადაგასული” კონტენტი ისედაც ქრება, მაინც რატომ არის მისი გავრცელება სარისკო?

ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა, რომ ვინმემ გადაიღოს “ვადაგასული” კონტენტის „სქრინშოთი“, ფოტო ან ვიდეო და შემდეგ გაავრცელოს ის მას შემდეგ, რაც ის გაქრება თქვენი პროფილიდან. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი აპლიკაცია, როგორიცაა Snapchat-ი გატყობინებთ, რომ ვიღაცამ გადაიღო „სქრინშოთი“, თუმცა სხვის ტელეფონში არსებულ კონტენტს ვერ შეცვლის და შესაძლებელია ის პირველწყაროსთან შეთანხმების გარეშე გავრცელდეს.  

  ყოველთვის მნიშვნელოვანია საკუთარ თავს ჰკითხოთ:

მზად ვარ, რომ ყველამ ნახოს ის ინფორმაცია რასაც ვაქვეყნებ? თუ არა, მაშინ შეიძლება არ ღირდეს გამოქვეყნება.

რეალურად რა ხდება, როდესაც კონტენტს „ვადა გასდის“?

კარგი კითხვაა! ეს დაკავშირებულია სერვისის პროვაიდერთან. უმეტესობა ამბობს, რომ არ ინახავს თქვენს კონტენტს სერვერზე ვადის გასვლის შემდეგ. თუმცა, ინსტაგრამში „სთორები“ თქვენს პირად არქივში რჩება. არსებობს ამ ფუნქციის გამორთვის შესაძლებლობა, რის შეცვლაც „settings”-ებიდან შეგიძლიათ. თუმცა მაშინაც კი, თუ თქვენი შინაარსი არ არის შენახული პროვაიდერის სერვერზე, მაინც არსებობს კონფიდენციალობის დარღვევის შესაძლებლობა.

როგორ შევუზღუდო ჩემს მეგობრებსა და გამომწერებს ჩემი კონტენტის ნახვა?

სოციალური მედიის უმეტეს სერვისებსა და ონლაინ პლატფორმებს აქვს სასარგებლო კონფიდენციალურობის ინსტრუმენტები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ მხოლოდ განსაზრვრულ მეგობრებსა ან მიმდევრებს მისცეთ ნებართვა ნახონ თქვენს მიერ გაზიარებული პოსტი. მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად გამოიყენოთ ის ინსტრუმენტები, რაც თქვენთვის ხელმისაწვდომია. დაიმახსოვრეთ, მაშინაც კი, თუ თქვენ გაქვთ დახურული გვერდი, თქვენს მიმდევრებს შეუძლიათ გადაიღონ „სქრინშოთი“ და გაავრცელონ, ან უბრალოდ აჩვენონ სხვას თავიანთი მოწყობილობის გამოყენებით. ამიტომ, ყოველი პოსტის გაზიარებამდე კარგად განსაზღვრეთ შინაარსი და შეინახეთ ნებისმიერი პირადი ინფორმაცია უსაფრთხოდ.

ვიღაცამ „სქრინშოთი“ გადაუღო ჩემს კონტენტს და ავრცელებს მას. რა შეიძლება მოვიმოქმედო?

სამწუხაროდ, “ვადაგასული” კონტენტი შეიძლება გამოიყენონ ონლაინ მოძალადეებმა სხვების განზრახ შევიწროების, დამცირებისა და გაბრაზების მიზნით. გთხოვთ გახსოვდეთ, რომ ეს თქვენი ბრალი არ არის და არსებობს ამის გამოსწორების გზები. შეეცადეთ გადაიღოთ „სკრინშოთი“, როგორც მტკიცებულება იმის შესახებ, თუ რა არის გაზიარებული და ესაუბროთ ზრდასრულ ადამიანს ამის შესახებ. ბულინგი არასოდეს არის გამართლებული და მსხვერპლისთვის, შესაძლოა განსაკუთრებულად საზიანო აღმოჩნდეს.

როგორ დავარეპორტო „ვადაგადასული“ კონტენტი?

ვადაგასული” კონტენტის დარეპორტება რთულია, მაგრამ არ არის შეუძლებელი. სცადეთ „სქრინშოთი“-ს გადაღება სანამ ის გაქრება. თუ ვერ მოასწრებთ გადაღებას, მიმართეთ სერვისის პროვაიდერს, მან შესაძლოა მოახერხოს დახმარება.  მნიშვნელოვანია, თქვენი ანგარიშის შექმნისას, რაც შეიძლება მეტი უსაფრთხოების პარამეტრი გამოიყენოთ.  სოციალური მედიის საიტების უმეტესობას აქვს „დარეპორტებისა“ და დაბლოკვის ფუნქციები. უფროსის დახმარებით გაგიადვილდებათ ამის გაკეთება.

ბოლო დროს ბევრად მეტი “ვადაგასული” კონტენტი იდება. ვის უნდა მივმართოთ იმ შემთხვევაში, თუ რაიმე შეურაცმყოფელი შემხვდება?

ჩვენ ვიცით, რომ Snapchat-ის მსგავსი აპლიკაციები ახალგაზრდებისთვის პოპულარული გზა გახდა მეგობრებთან კომუნიკაციის შესანარჩუნებლად, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში. თუმცა, “ვადაგასული” კონტენტი ხანდახან სხვებს საშუალებას აძლევს გამოაგზავნონ საზიზღარი და შემაშფოთებელი შეტყობინებები, ვიდეოები ან ფოტოები.  თუ ვინმე გამოგიგზავნით „ვადაგასულ“ შეტყობინებას, რომელიც გაღიზიანებთ, მნიშვნელოვანია, რომ გადაიღოთ ის და აჩვენოთ  ზრდასრულ ადამიანს, რათა ერთად შეძლოთ პრობლემის მოგვარება.

თუ თქვენ სახლიდან სწავლობთ, შეგიძლიათ მასწავლებელს მიწეროთ ან დაურეკოთ, ამასთან ერთად აუცილებელია დაბლოკოთ ეს ადამიანი. თუმცა, თუ მსგავსი პრობლემები გაგრძელდება, ყოველთვის შეგიძლიათ შეწყვიტოთ კონრეტული სოციალური ქსელის გამოყენება და ჩაანაცვლოთ ისეთი პლატფორმით, რომელშიც ნაკლები რაოდენობის “ვადაგასული” კონტენტი იდება.

 

მთავარი რჩევები:

 

  1. დაფიქრდი გამოქვეყნებამდე. მხოლოდ იმიტომ, რომ კონტენტის ვადა იწურება არ ნიშნავს იმას, რომ ის სამუდამოდ გაქრება. სხვას მაინც შეუძლია „სქრინშოტის“ გადაღება და მისი გავრცელება.
  2.  
  3. წინასწარ განსაზღვეთ ვისთან გააზიარებთ ვადაგასულ კონტენტს და ამის სამართავად გამოიყენოს კონფიდენციალურობის პარამეტრები.

 

  1. შეატყობინეთ ზრდასრულს ნებისმიერი არაადეკვატური ქცევის შესახებ. შეეცადეთ გადაუღოთ „სქრინშოთი“ სანამ ვადა ამოიწურება და დაარეპორტეთ მომწოდებლის პლათფორმაზე.

 

  1. გამოიყენეთვადაგასული” კონტენტი პოზიტიურად. ეს შეიძლება იყოს სკოლიდან მეგობრისთვის მხიარული სელფის გაგზავნა ან დაბადების დღის მილოცვა.

 

წყარო: https://www.childnet.com/help-and-advice/expiring-content-11-18-year-olds