საინტერესოა მოინახოს სწრაფი და მარტივი გზა სოციალური ქსელების გავლენების შესასწავლად, კერძოდ კი იმის გასაგებად თუ რა ზეგავენას ახდენს სოციალური ქსელი ინდივიდის თვითშეფასების ჩამოყალიბებაში და როგორ შეიძლება მათი გავლენის შემცირება მედიაწიგნიერების განვითარებით.
თვითშეფასება საკუთარი თავის შეფასებაა. თვითშეფასება ეხება არა მხოლოდ იმას, თუ რა გვახასითებს, არამედ გულისხმობს იმასაც თუ რა ხარისით გვახასითებს. თვითშეფასების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვადასხვა საკითხი, მათ შორის საკუთარ თავზე წარმოდგენას ვიქმნით სხვებთან შედარების საფუძველზე, რის შესანიშნავ შესაძლებლობასაც იძლება სოციალური ქსელები. კრიტიკულად აზროვნების უნარი, ინფორმაციის გადამოწმების უნარების გამომუშავება, ყალბი ინფორმაციისა და ფოტოების ამოცნობის უნარი სხვა მრავალ უნართან ერთად დაეხმარება ინდივიდებს სოციალური ქსელების უარყოფითი ზეგავლენის შემცირებაში.
მომხმარებელმა უნდა გაიაზროს, რომ სოციალური მედიით გავრცელებული სიახლეები ხშირ შემთხვევაში შესაძლოა ემსახურებოდეს ჩვენზე ზეგავლენის მოხდების მცდელობასა ან არასწორი შთაბეჭდილების ჩამოყალიბებას.
მედიწიგნიერების უნარების განვითარების შემდგომ თქვენ შეძლებთ შეამციროთ სოციალური ქსელების ზეგავლენა თქვენ თვითშეფასებაზე, კრიტიკულად შეაფასოთ სხვა მომხმარებლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ვიდეო თუ ფოტო, განსაზღვროთ თუ რა ზეგავლენა ექნება თქვენ მიერ გამოქვეყნებულ თითოეულ პოსტსა და ფოტოს თქვენ მეგობრებზე, ამოიცნოთ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიზნობრიობა და სხვა.
ასევე უნდა ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ, რომ შესაძლებელია თქვენ მიერ გამოქვეყნებულმა ფოტომ თუ პოსტმა ზეგავლენა მოახდინოს სხვა ადამიანზე, ისევე, როგორც სხვა ახდენს ზეგავლენას თქვენზე.