ციფრული მოქალაქეობა
30 ნოე. 2022
9953 ნახვა

ციფრული მოქალაქეობა არის სოციალური სივრცეში ნავიგაციის ცოდნა და მისი ეთიკის დაცვა. 21-ე საუკუნეში მნიშვნელოვანია მედიაში აქტიურად ჩართული  და კრიტიკულიად მოაზროვნე მოქალაქე. მედიას ვიყენებთ ინფორმციის მისაღებად, საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის და ჩვენი მოსაზრებების გაზიარებისთის. ციფრული მოქალაქეობის მოდელები ყალიბდება ისეთი ელემენტების გარშემო, როგორებიცაა: ადამიანის უფლებები და პასუხისმგებლობები, სამოქალაქო ჩართულობა, ქცევის ნორმები ან ეტიკეტები და მიუკერძოებლობ.

ციფრული მოქალაქეობა მჭიდროდ არის დაკავშირებული სამოქალაქო საზოგადოებასთან, რისთვისაც მნიშვნელოვანია ციფრული მედიის გაგება და მისი გამოყენების შესაძლებლობების ცოდნა. შესაბამისად, მით უფრო საჭირო ხდება ახალგაზრდებმა შეძლონ მედიის კრიტიკულად შეფასება და ჰქონდეთ მზაობა გახდნენ აქტიური ციფრული მოქალაქეები. მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით მათ ესაჭიროებათ მედიასა და ციფრულ წიგნიერებასთან დაკავშირებული უნარების ფართო სპექტრი.

საგაკვეთილო პროცესში მასწავლებელები იყენებენ სხვადასხვა მეთოდს ციფრული წიგნიერების შესასწავლად. თუმცა, მათ არ აქვთ დამატებითი საგანმანათლებლო რესურსები, რომლებიც დაეხმარება საფუძვლიანად შეასწავლონ მოსწავლეებს ციფრული წიგნიერება და გაუზიარონ მათ მისი პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობები.

MediaSmarts-ის მიერ გამოკითხულმა მასწავლებლებმა გამოავლინეს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომლებიც პედაგოგებს ზღუდავს  მოსწავლეებში ჩმოაყალიბონ ციფრული წიგნიერების უნარები. მასწავლებლებმა ასევე გამოთქვეს გარკვეული მოსაზრებები ამ პრობლემების გადასაჭრელად:

1) მიაწოდონ მოსწავლეებს საგანმანათლებლო რესურსები, რომლებიც გამრავალფეროვნებულია ტექნოლოგიური ინსტრუმენტებით;

2) მასწავლებელთა გადამზადებისას ფოკუსირება მოხდეს იმაზე, თუ როგორ გამოიყენონ მათ ტექნოლოგიები სწავლის გასაუმჯობესებლად და სასწავლო გეგმის შედეგების მისაღწევად;

3) შეიქმნას ისეთი განათლების პოლიტიკა, რომელიც მისცემს  მასწავლებლებს შესაძლებლობას მოსწავლეებს დაეხმარონ   კრიტიკული აზროვნების უნარების ჩამოყალიბებაში.

ტექნოლოგიამ სასკოლო საგანმანათლებლო მიდგომების ტრადიციული პარადიგმა შეცვალა. სწრაფად განვითარებად ციფრულ სამყაროში, სადაც მოსწავლეები ყოველდღიურად უამრავ ახალ ინფორმაციას იღებენ, მასწავლებლებიც მუდმივ სწავლის პროცესში არიან, ვინაიდან, ცდილობენ მოსწავლეებთან ერთად  ფეხი აუწყონ ციფრულ განვითარებას. მასწავლებლები, საკუთარი როლიდან გამომდინარე, წარმატებით ახერხებენ  მოსწავლეების უნარების განვითარებას  დამოუკიდებელ ინდივიდებად ჩამოყალიბებისთვის.

MediaSmarts-მა ექსპერტებისა და პედაგოგების მუშაობის შედეგად სასწავლო გეგმის ჩარჩო შეიმუშავა, რომელიც შედგება გაკვეთილებისგან, საკლასო აქტივობების და მასწავლებლის სხვა რესურსებისგან. აღნიშული ჩარჩო ციფრული წიგნიერების უნარებს შვიდ კატეგორიად ჰყოფს:

ეთიკა და ემპათია: ეს კატეგორია ეხება მოსწავლეების სოციალურ-ემოციურ უნარებს და სხვების მიმართ თანაგრძნობას, აგრეთვე, მათ უნარს მიიღონ ეთიკური გადაწყვეტილებები ციფრულ გარემოში, ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა, კიბერბულინგი, სხვა ადამიანების ინფორმაციის გასაჯაროება,  საავტორო უფლებების დაცვა.

კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება: ეს მოიცავს აუცილებელ უნარებს ციფრულ სამყაროში მოსწავლეების კონფიდენციალურობის, რეპუტაციისა და უსაფრთხოების მართვისთვის, როგორიცაა, სწორი გადაწყვეტილებების მიღება საკუთარი ინფორმაციის გაზიარების შესახებ, პერსონლური მონაცემების დაცვა, მონაცემთა შეგროვების მეთოდის გაგება, მავნე პროგრამებისა და პროგრამული საფრთხეებისგან თავის დაცვა.  

საზოგადოებრივი ჩართულობა: ამ კატეგორიის ფარგლებში მოსწავლეები, როგორც მოქალაქეები და მომხმარებლები შესაბამისი რესურსების მეშვეობით  სწავლობენ მათი უფლებების შესახებ. ეს აძლევს მათ შესაძლებლობას იყვნენ აქტიური, ჩართული მოქალაქეები და ონლაინ ეთიკის ფარგლებში დააფიქსირონ საკუთარი აზრი.

ციფრული ჯანმრთელობა: ამ კატეგორიის შესაბამისი უნარები მოიცავს ეკრანთან გატარებული დროის მართვას, მოსწავლეების ვირტუალურ და რეალურ სამყაროში ცხოვრების დაბალანსებას, ონლაინ იდენტობის საკითხების მართვას, სხეულის იმიჯთან და სექსუალურობასთან დაკავშირებულ საკითხებს, ჯანსაღ და არაჯანსაღ ონლაინ ურთიერთობებს შორის განსხვავებების გააზრებას.

მომხმარებელთა ინფორმირებულობა: ეს უნარები მოსწავლეებს ეხმარება შეძლონ ნავიგაცია მაღალ კომერციალიზებულ ონლაინ გარემოში. მათ შორისაა, რეკლამის, ბრენდინგის, კონსუმერიზმის აღიარება და ინტერპრეტაცია.  ვებგვერდის მომსახურების პირობებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკის წაკითხვა და გაგება, ონლაინ სივრცის გონივრულად მოხმარება.

მოძიება და გადამოწმება: მოსწავლეებს სჭირდებათ უნარები, რომ ეფექტურად მოიძიონ ინტერნეტში საჭირო ინფორმაცია პირადი და სასკოლო მიზნებისთვის, შემდეგ შეაფასონ და დააზუსტონ მოძიებული წყაროები და ინფორმაცია.

შექმნა და გამოყენება: შექმნისა და რესურსების გამოყენების უნარები საშუალებას აძლევს მოსწავლეებს შექმნან ციფრული კონტენტი და გამოიყენონ ის საკუთარი მიზნებისთვის ისე, რომ პატივი სცენ სამართლებრივ და ეთიკურ მხარეებს და გამოიყენონ ციფრული პლატფორმები სხვებთან თანამშრომლობისთვის.

წყარო:https://mediasmarts.ca/digital-media-literacy/general-information/digital-media-literacy-fundamentals/digital-literacy-fundamentals