კრიტიკული აზროვნება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც ინტერნეტში უსაფრთხო ნავიგაციისთვის გვჭირდება. დიდი არის ალბათობა იმისა, რომ ინტერნეტში არსებული კონტენტის მოცულობამ დაგვაბნიოს. მნიშვნელოვანია კრიტიკული აზროვნების უნარის ადაპტაცია ციფრულ სამყაროსთან.
კრიტიკული აზროვნება გვჭირდება მაშინ, როდესაც ვეცნობით ვებ-გვერდს, მეგობრის პროფაილს ან ნებისმიერ ინფორმაციას ონლაინ სივრცეში. ამ დროს საკუთარ თავს უნდა დავუსვათ კითხვა: „შესაძლებელია, რომ ეს იყოს სიმართლე?“ საკუთარ თავთან დიალოგი და ჯანსაღი დოზით სკეპტიციზმი დაგეხმარებათ იმაში, რომ არ გახდეთ „ფეიკ ნიუსის“ მსხვერპლი.
რა არის საჭირო იმისთვის, რომ კრიტიკულად ვიაზროვნო?
მნიშვნელოვანია, რომ იყო კრიტიკულად მოაზროვნე ონლაინ სივრცეში იმისთვის, რომ მიიღო სანდო ინფორმაცია. დაფიქრდი იმ კონტენტის შესახებ, რომელსაც კითხულობ, იმ რეკლამების შესახებ, რომელსაც გთავაზობს სოციალური მედია და გამოიჩინე განსაკუთრებული სიფრთხილე ონლაინ კომუნიკაციის დროს.
გამოდის, რომ არაფერს არ უნდა ვენდო ონლაინ სივრცეში?
კრიტიკული აზროვნება არ ნიშნავს ყველანაირი ინფორმაციის მიუღებლობას, ეს გულისხმობს ინფორმაციის კრიტიკულად შეფასებას. უნდა იაზროვნოთ კრიტიკულად და აწონ-დაწონოთ, რამდენად ეფუძნება კონკრეტული ინფორმაცია სიმართლეს, რაც მოგცემთ საშუალებას, გამოავლინოთ ყალბი ინფორმაცია და გადაამოწმოთ ნამდვილი ინფორმაციის სიზუსტე.
კრიტიკული აზროვნება გახდა აუცილებელი უნარი, რომელიც გესაჭიროებათ იმისთვის, რომ უსაფრთხოდ მოახდინოთ ნავიგაცია ონლაინ სივრცეში. კრიტიკული აზროვნების უნარი ვითარდება ეტაპობრივად და უნდა იქნას გამოყენებული ეფექტიანად.
რა არის „ფეიკ ნიუსი“?
„ფეიკ ნიუსი“ ანუ ყალბი სიახლე არის ინფორმაცია, რომელიც თქვენ გხვდებათ ისეთ ვებ-გვერდებზე, რომლებიც ავრცელებენ პროპაგანდას ან ყალბ ინფორმაციას პოლიტიკური და/ან კომერციული მიზნების მისაღწევად. დიდი განსხვავებაა ისეთ ახალ ამბებს შორის, როგორებიცაა უბრალოდ, სატირა და ყალბი ახალი ამბავი.
როგორ უნდა გავარჩიო ნამდვილი ინფორმაცია მოგონილი ინფორმაციისგან?
პირველ რიგში, უნდა შეხედოთ წყაროს, სადაც ახალ ამბავს კითხულობთ. ფეიკ ნიუსის გავრცელების ალბათობა დაბალია ისეთი რესპექტაბელური წყაროებიდან. როგორიცაა, მაგალითად, BBC. განსაკუთრებული სიფრთხილე სოციალურ ქსელებში გმართებთ. უნდა დააკვირდეთ ინფორმაციის ავტორს და კომენტარებს, რომელიც დაგეხმარებათ ინფორმაციის კრიტიკულად შეფასებასა და იმის დადგენაში, ნიუსი ნამდვილია თუ მოგონილი.
თუ კონტენტი, რომელსაც თქვენ კითხულობთ, აბსურდულად ჟღერს, უნდა დასვათ კითხვები. ასევე, უნდა გადაამოწმოთ და მოიძიოთ, კიდევ სად და როდის არის ეს კონკრეტული ნიუსი გავრცელებული. ამისათვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ ფაქტების გადამოწმების ისეთი ვებ-გვერდი როგორიცაა, მაგალითად, Snopes. თუ კიდევ გაქვთ კითხვები ნიუსის სანდოობის შესახებ, შეგიძლიათ ჰკითხოთ მეგობარს ან უფროსს, მშობელს ან მასწავლებელს, რამდენად სანდოა კონკრეტული ინფორმაცია.
როგორ დავიცვა სხვები ფეიკ ნიუსისგან?
თუ აღმოაჩენთ ფეიკ ნიუსს თქვენი სოციალური ქსელის ნიუსფიდზე, მნიშვნელოვანია, რომ არ გააზიაროთ ეს კონტენტი თქვენს კედელზე! ამის ნაცვლად კი შეგიძლიათ, სოციალურ ქსელს გაუგზავნოთ რეპორტი კონკრეტული ფეიკ ნიუსის შესახებ.
რჩევები:
- ყოველთვის გადაამოწმეთ ინფორმაციის წყარო.
- გადაამოწმეთ მინიმუმ სამი ვებ-გვერდი იმისათვის, რომ დაადგინოთ კონკრეტული ნიუსი ნამდვილია თუ ყალბი
- გამოიყენეთ თქვენი ზოგადი ცოდნა და გამოცდილება „ფეიკ ნიუსის“ აღმოჩენის დროს!
- გადაამოწმეთ ნიუსის გამოქვეყნების თარიღი. შესაძლოა კონკრეტული ინფორმაცია ძველი იყოს.
- ესაუბრეთ თქვენს მშობლებს, მასწავლებლებს და მეგობრებს იმ ინფორმაციის შესახებ, რომელსაც ინტერნეტში აღმოაჩენთ.
წყარო: Childnet International
შეამოწმე შენი ცოდნა
ჩამოთვლილთაგან რომელი წარმოადგენს მედიას?