ComCom-მა „გამარჯობა, რუბის“ წიგნების გამოყენებაში 400-მდე მასწავლებელი გადაამზადა
25 დეკ. 2025
2 ნახვა
გამარჯობა რუბი
კომუნიკაციების კომისიამ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად, კომპიუტერული ტექნოლოგიების 400-მდე სკოლის მასწავლებელი „გამარჯობა, რუბის“ სახელმძღვანელოს გამოყენებაში გადაამზადა. შეხვედრებმა მოიცვა შემდეგი რეგიონები: ზესტაფონი, ახმეტა, ბორჯომი, მესტია, საგარეჯო, ტყიბული, დმანისი, ხობი, თიანეთი, მარტვილი, ონი, ფოთი, ბოლნისი, ლანჩხუთი, ლაგოდეხი, ლენტეხი, ჩხოროწყუ, დედოფლისწყარო, ქედა, წნორი და ხულო. საგულისხმოა, რომ აღნიშნული შეხვედრების შედეგად, საქართველოს ყველა რეგიონი სრულად დაიფარა. გადამზადებულ მასწავლებლებსა და სკოლებს კომუნიკაციების კომისიამ „გამარჯობა, რუბის“ სახელმძღვანელო და დამხმარე რესურსები გადასცა.
შეხვედრებს წიგნის ავტორის, ლინდა ლიუკასის მიერ გადამზადებული ტრენერები, ხათუნა ციხელაშვილი, ნანა ნოზაძე, ოლია კილაძე და დიმიტრი პოპოვი უძღვებოდნენ.
კომუნიკაციების კომისიამ, გასულ წელს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, კომპიუტერული მეცნიერებების შესახებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი წიგნი - „გამარჯობა, რუბი“, საქართველოს ყველა სკოლისთვის ხელმისაწვდომი გახადა.
ინიციატივის ფარგლებში, ComCom-მა ასევე შეიმუშავა „გამარჯობა, რუბის“ წიგნით სწავლების მეთოდოლოგიის მოდული, რომელშიც დეტალურად არის მითითებული თითოეულ თავთან დაკავშირებული ინფორმაცია, სწავლების პრინციპები, წიგნის ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობები და მასწავლებლების მიერ „გამარჯობა, რუბის“ სავარჯიშოებზე დაყრდნობით განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია.
„გამარჯობა რუბი“ დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის შექმნილი პროგრამირებისა და კომპიუტერული მეცნიერების საწყისების წიგნების სერიაა, რომელიც 36 ქვეყანაშია აღიარებული და თარგმნილი. საგულისხმოა ისიც, რომ წიგნები ნიუ-იორკის სკოლების სასწავლო პროგრამაშია შეტანილი. კომუნიკაციების კომისიამ 2019 წელს წიგნების ქართულ ენაზე გამოცემის ლიცენზია მოიპოვა. ამავე წელს, კომისიის მოწვევით, წიგნების ავტორი, ლინდა ლიუკასი საქართველოში ჩამოვიდა და ქართველი პედაგოგები თავად გადაამზადა. 2024 წელს კი ComCom-მა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, „გამარჯობა, რუბის“ უახლესი გამოცემა - „ძალიან დიდი კომპიუტერული თავგადასავალი“ თარგმნა და ყველა სკოლისთვის ხელმისაწვდომი გახადა. ამასთან, ComCom-ის მოწვევით, წიგნების ავტორმა ქართველი პედაგოგები კვლავ გადაამზადა. 2025 წლის მდგომარეობით, ComCom-მა „გამარჯობა, რუბის“ 20 000 სახელმძღვანელო გამოსცა, რომელსაც საქართველოს მასშტაბით 1300-ამდე სკოლა იყენებს, როგორც კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლებისთვის დამხმარე რესურსს.
იხილეთ ასევე

ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ მარტვილის მოსახლეობისთვის დაიწყო

Deepfake - ანუ ყველაფერი, რასაც ვხედავთ, რეალური არ არის

2025 წლის გლობალური რისკების ანგარიში: დეზინფორმაციისა და მისინფორმაციის გავლენა მსოფლიოზე

პროექტი - "დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა: კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში"
მეტი ამ კატეგორიიდან

ComCom-მა პროგრამირების სახელმძღვანელო „გამარჯობა რუბი“ ყველა სკოლისთვის ხელმისაწვდომი გახადა
538 დღის წინ

ComCom-ი “გამარჯობა რუბის“ წიგნებს ყველა სკოლისთვის ხელმისაწვდომს გახდის
603 დღის წინ

ComCom-მა „გამარჯობა რუბის“ წიგნები 150-ე სკოლას გადასცა
1116 დღის წინ

„გამარჯობა რუბის“ წიგნებით დამატებით 11 სკოლის მოსწავლე ისწავლის
1541 დღის წინ