ინტერნეტში გონივრულად მოქცევის წესები
04 იან. 2024
1913 ნახვა

1. იყავი ჭკვიანი - გამოაქვეყნე დაფიქრებულად

კარგი და ცუდი ამბები სწრაფად ვრცელდება ინტერნეტში. შედეგად, შესაძლოა, რთულ სიტუაციებში აღმოვჩნდეთ, რასაც ხანგრძლივი შედეგები მოჰყვება. ისწავლეთ, რა და როგორ გაუზიაროთ უცნობებსა და ნაცნობებს ონლაინ სივრცეში:

 

- ისე მოიქეცით ონლაინ, როგორც პირისპირ კომუნიკაციის დროს იქცევით. გახსოვდეთ, რომ თუ კონკრეტული ინფორმაციის თქმა არ არის სწორი, მისი გამოქვეყნებაც არ იქნება მართებული;

- შექმენით სახელმძღვანელო მითითებები იმის შესახებ, თუ რა სახის კომუნიკაცია არის და არ არის მიზანშეწონილი;

- ნუ გააზიარებთ პირად ინფორმაციას თქვენი ოჯახის წევრებისა და მეგობრების შესახებ.

2. იყავი ფრთხილი - არ მოტყუვდე

მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ, რომ ონლაინ სივრცეშიდამიანები და სიტუაციები ყოველთვის რეალური სახით არ არიან წარმოდგენილნი. შესაბამისად, საჭიროა, გავარჩიოთ რეალური ყალბისაგან:

- თუ ინფორმაციაგამარჯვებისან რაიმესუფასოდმიღების შესახებ ზედმეტად მომხიბვლელად გამოიყურება, დიდი ალბათობით, თაღლითობასთან გვაქვს საქმე;

- იფიქრეთ კრიტიკულად, ვიდრე იმოქმედებთ;

- იყავით ფხიზლად ინფორმაციის მოპარვის მცდელობების მიმართ, როგორებიცაა საბანკო ანგარიშის დეტალები, ელ. ფოსტის მისამართი, პირადი ინფორმაცია და სხვა.

3. იყავი ძლიერი - დაიცავი შენი საიდუმლო

პირადი კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება ისეთივე მნიშვნელოვანია ონლაინ სივრცეში, როგორც რეალურ სამყაროში:

- შექმენით ძლიერი პაროლი - გახადეთ ის დასამახსოვრებელი, მაგრამ მოერიდეთ პერსონალური ინფორმაციის (სახელი, დაბადების თარიღი და ..) გამოყენებას;

- გამოიყენეთ დიდი და პატარა ლათინური ასოების, სიმბოლოებისა და ციფრების კომბინაცია პაროლის შესაქმნელად;

- არ გამოიყენოთ ერთი და იგივე პაროლი მრავალ ვებგვერდზე. არამედ, შექმენით მისი რამდენიმე განსხვავებული ვარიაცია სხვადასხვა ანგარიშისთვის;

- გაიგეთ, როგორ და რისთვის გამოიყენება თქვენი პერსონალური მონაცემები;

გამოიყენეთ კონფიდენციალურობის პარამეტრები აპლიკაციებსა და ვებგვერდებზე, რათა აკონტროლოთ რას და ვისთან აზიარებთ.

4. იყავი კეთილი - სიკეთე ძალიან მაგარია

ინტერნეტი პოზიტივის ან ნეგატივის გასავრცელებლად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. შესაბამისად, უნდა ვიხელმძღვანელოთ შემდეგი პრინციპით: „მოექეცი სხვებს ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ“:

- გამოიყენეთ ინტერნეტი დადებითი შინაარსის გასავრცელებლად;

- ნუ გააზიარებთ მავნე ან ყალბ ინფორმაციას;

-  პატივი ეცით განსხვავებულ მოსაზრებას;

-  დაბლოკეთ ბოროტი ან შეუსაბამო ქცევა ონლაინ სივრცეში;

- შეეცადეთ, მხარი დაუჭიროთ მათ, ვინც ბულინგის მსხვერპლია;

- ​​​​​​​ ხმამაღლა ისაუბრეთ ბულინგის შესახებ.

5. იყავი მამაცი - თუ ეჭვი გეპარება, ისაუბრე

როდესაც ისეთ ინფორმაციას შეხვდებით, რომელიც საეჭვოდ გეჩვენებათ ან თავს არაკომფორტულად გაგრძნობინებთ, მოუყევით თქვენთვის სანდო ზრდასრულს: ​​​​​​​

- გაარკვიეთ, რა წესები მოქმედებს ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით თქვენს ოჯახსა და საკლასო ოთახში;

- ესაუბრეთ მშობლებს საკუთარ ონლაინ გამოცდილებაზე და დაუსვით მათ თქვენთვის საინტერესო კითხვები;

​​​​​​​​​​​​​​- ​​​​​​​ესაუბრეთ თქვენს ინტერესებსა და პრობლემებზე სხვა სანდო უფროსებსაც - მაგალითად, მასწავლებლებს, მწვრთნელებს, მეგობრებსა და ნათესავებს.

 

წყარო: https://beinternetawesome.withgoogle.com/en_us